საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის - „დელტა პლუსის“ შემთხვევები გამოვლინდა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
ვირუსის ახალი ვარიანტი ისევე როგორც ე.წ. ინდური შტამი სხვა ვარიანტებთან შედარებით მარტივად ვრცელდება და აქვს უფრო რთული მიმდინარეობა, აცხადებენ სპეციალისტები.
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი მუტირებული ვარიანტის, „დელტა პლუსის“ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
Pfizer-ის პირველი დოზით ვაქცინაცია დღეიდან იწყება
„დელტა-პლუსი“ ე.წ. ინდური შტამის ქვეშტამია,  რომელიც ინდოეთში პირველად 2020 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. იგი კიდევ უფრო აგრესიული და საშიშია ვიდრე თავდაპირველი „დელტა“ ვარიანტი.
„საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების დაახლოებით 40–50% „დელტა“ შტამითაა გამოწვეული. მათ შორისაა ე.წ. „დელტა პლუსი“, რომელსაც აქვს ერთი დამატებითი მუტაცია. „დელტა პლუსის“ ორივე შემთხვევა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე სეკვენირებითაა დადასტურებული. ამ ეტაპზე  მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისევე როგორც „დელტა“, აღნიშნული ქვეშტამიც ადვილად გადამდებია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოში „ინდური" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დაფიქსირდა.
„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.
საქართველოში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. „დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ" შტამთან შედარებით.
ეპიდემიოლოგების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური" შტამი „ბრიტანულს" მთლიანად ჩაანაცვლებს.
ყველა ახალი ამბავი
0