07:18 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
99 0 0

ვაქცინის 500 ათასი დოზა გათვალისწინებულია 250 ათასი ადამიანისთვის, რომლებიც ორჯერადად აიცრებიან. პაციენტმა ვაქცინის მეორე დოზა 21 დღის შემდეგ უნდა გაიკეთოს. 

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს, 24 ივლისს ჩამოვა, ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

იმის შესახებ, რომ საქართველო 500 ათას დოზა Pfizer-ის ვაქცინას შეერთებული შტატებისგან დონაციის სახით მიიღებდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 ივლისს განაცხადა.

ვაქცინის 500 ათასი დოზა გათვალისწინებულია 250 ათასი ადამიანისთვის, რომლებიც ორჯერადად აიცრებიან.

საქართველოში Pfizer-ით ვაქცინის გაკეთება უკვე 16 წელს ზემოთ პირებისთვისაა ნებადართული. 

Pfizer-ით ვაქცინაცია ორ ეტაპად ხორციელდება. პაციენტმა ვაქცინის მეორე დოზა 21 დღის შემდეგ უნდა გაიკეთოს. 

ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია - 28 ათასი დოზა - 14 ივლისს. ივლისშივე ელოდებიან პრეპარატის მომდევნო პარტიების. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს.

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. 22 ივლისის მონაცემებით, საქართველოში აცრილია 383.339 ადამიანი, მათგან ორივე დოზით ვაქცინირებულია 135.291 პირი.

მთავრობის მიზანია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაცია. 

მთავარი თემები