„ამ­დე­ნი ტკი­ვი­ლის და ცუ­დის მერე ერთი კარ­გი ამ­ბა­ვიც მაქვს“ – ნინო შუბლაძე გათხოვდა

© photo: Nino Shubladze / FBნინო შუბლაძე
ნინო შუბლაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
ნინო შუბლაძე, რომელსაც რამდენიმე თვის წინ კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად და გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ამჯერად სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
ნინო შუბ­ლა­ძე და­ქორ­წინ­და. ჟურ­ნა­ლის­ტის რჩე­უ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ვა­ლე­რი თე­ლიაა. „რა აღარ მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში. ამ­დე­ნი ტკი­ვი­ლის და ცუ­დის მერე ერთი კარ­გი ამ­ბა­ვიც მაქვს. რო­გორც იქნა, და­ვი­ყა­რეთ თავი ერ­თად და გავ­ხდით ასე დიდი ოჯა­ხი, მე ვა­ლე­რი და ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი ბევ­რი შვი­ლი“, – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.
ნინო შუბ­ლა­ძე ერთხელ უკვე იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. მისი მე­უღ­ლე ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ჟურნალისტი ალექ­სან­დრე ფა­რუ­ლა­ვა იყო. წყვილს ორი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს. ისინი წლე­ბია გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არი­ან.
რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ას, ის 2014 წელს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა და­ნიშ­ვნი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა – პო­ლი­ცი­ის უფ­როსს ინ­ცი­დენ­ტი მო­უხ­და ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თან, რო­მელ­საც არა­ერ­თი თვითმხილ­ვე­ლის თან­დას­წრე­ბით ტან­საც­მე­ლი შე­მო­ა­ხია და მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით ან­თე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტი ის­რო­ლა.
ამ ინ­ცინ­დენ­ტის შემ­დეგ თე­ლია თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნეს, ზოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით იმ­ჟა­მინ­დელ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ გან­აცხა­და, რომ თე­ლია თბი­ლის­ში გად­მო­ვი­დო­და სა­მუ­შა­ოდ. ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0