https://sputnik-georgia.com/20210722/nino-shubladze-gatxovda-252390624.html
„ამდენი ტკივილის და ცუდის მერე ერთი კარგი ამბავიც მაქვს“ – ნინო შუბლაძე გათხოვდა
„ამდენი ტკივილის და ცუდის მერე ერთი კარგი ამბავიც მაქვს“ – ნინო შუბლაძე გათხოვდა
Sputnik საქართველო
ნინო შუბლაძე, რომელსაც რამდენიმე თვის წინ კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად და გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ამჯერად სასიხარულო ინფორმაციას... 22.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-22T16:02+0400
2021-07-22T16:02+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24758/47/247584761_0:84:1000:649_1920x0_80_0_0_8bb576f03eae628d6e1e1802cc59954d.jpg
ნინო შუბლაძე დაქორწინდა. ჟურნალისტის რჩეული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ვალერი თელიაა. „რა აღარ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო პერიოდში. ამდენი ტკივილის და ცუდის მერე ერთი კარგი ამბავიც მაქვს. როგორც იქნა, დავიყარეთ თავი ერთად და გავხდით ასე დიდი ოჯახი, მე ვალერი და ჩვენი უსაყვარლესი ბევრი შვილი“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.ნინო შუბლაძე ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული. მისი მეუღლე ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, ჟურნალისტი ალექსანდრე ფარულავა იყო. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს. ისინი წლებია განქორწინებული არიან.რაც შეეხება ვალერიან თელიას, ის 2014 წელს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სკანდალში გაეხვა – პოლიციის უფროსს ინციდენტი მოუხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელთან, რომელსაც არაერთი თვითმხილველის თანდასწრებით ტანსაცმელი შემოახია და მისი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.ამ ინცინდენტის შემდეგ თელია თანამდებობიდან გადააყენეს, ზოლო მოგვიანებით იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ თელია თბილისში გადმოვიდოდა სამუშაოდ. ვალერიან თელიას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24758/47/247584761_0:38:1000:667_1920x0_80_0_0_0bae2c31a2fce70eb89f529cf2630472.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
„ამდენი ტკივილის და ცუდის მერე ერთი კარგი ამბავიც მაქვს“ – ნინო შუბლაძე გათხოვდა
16:02 22.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ნინო შუბლაძე, რომელსაც რამდენიმე თვის წინ კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად და გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ამჯერად სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
ნინო შუბლაძე დაქორწინდა. ჟურნალისტის რჩეული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ვალერი თელიაა. „რა აღარ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო პერიოდში. ამდენი ტკივილის და ცუდის მერე ერთი კარგი ამბავიც მაქვს. როგორც იქნა, დავიყარეთ თავი ერთად და გავხდით ასე დიდი ოჯახი, მე ვალერი და ჩვენი უსაყვარლესი ბევრი შვილი“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
ნინო შუბლაძე ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული. მისი მეუღლე ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, ჟურნალისტი ალექსანდრე ფარულავა იყო. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს. ისინი წლებია განქორწინებული არიან.
რაც შეეხება ვალერიან თელიას, ის 2014 წელს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სკანდალში გაეხვა – პოლიციის უფროსს ინციდენტი მოუხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელთან, რომელსაც არაერთი თვითმხილველის თანდასწრებით ტანსაცმელი შემოახია და მისი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.
ამ ინცინდენტის შემდეგ თელია თანამდებობიდან გადააყენეს, ზოლო მოგვიანებით იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ თელია თბილისში გადმოვიდოდა სამუშაოდ. ვალერიან თელიას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს.