13:04 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სამეფო ოჯახის ამბები (64)
76 0 0

პრინცი ჰარი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ მემუარების გამოქვეყნებას გეგმავს, რომელზეც, როგორც აღმოჩნდა, უკვე ერთი წელია მუშაობს.

პრინცმა ჰარიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გამოსაშვებად ამზადებს მემუარებს, რომელიც დღის სინათლეს 2022 წლის დასაწყისში იხილავს. ეს წიგნი ძალიან გულწრფელი იქნება. მასში სასექსის ჰერცოგი ისაუბრებს სასახლეში გატარებულ ბავშვობაზე, სამეფო ოჯახში არსებულ სიტუაციაზე და ოჯახის დატოვების მიზეზებზე. აღმოჩნდა, რომ არც ელისაბედ მეორემ, არც პრინცმა ჩარლზმა და არც პრინცმა უილიამმა არაფერი იცოდნენ ჰარის გეგმების შესახებ და შოკირებული არიან კიდევ ერთი სკანდალური ამბით.

სამეფო ექსპერტმა დენ ვუტონმა Daily Mail-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბუკინგემის სასახლე აღშფოთებულია, რადგან გულწრფელ მემუარებს შეუძლია ელისაბედ II-ის მეფობის პლატინის წლისთავის აღნიშვნა გააფუჭოს და საფრთხე შეუქმნას პრინც ჩარლზის გეგმას კორნვოლის ჰერცოგინიას კამილას გამეფებაზე.

„თუ იყო დარჩენილი მცირე შანსი მაინც, პრინც ჰარის ურთიერთობა გაეუმჯობესებინა მამასთან და ძმასთან, გულწრფელი ავტობიოგრაფიის დაწერამ გაანადგურა ყველა დარჩენილი იმედი, – თქვა ვუტონმა. – სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა რამდენიმე ინსაიდერმა ჩემთან აღიარა, რომ სასახლეში „შოკისა და გაბრაზების გრძნობა“ იზრდება. ეს უკანასკნელი ლურსმანია ჰარის კუბოზე“.

ასევე, ინსაიდერების ინფორმაციით, კლარენს ჰაუსი (ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების რეზიდენცია) უკიდურესად წუხს იმაზე, თუ რას დაწერს ჰარი წიგნში დედინაცვალ კამილას შესახებ.

„სიმართლე გითხრათ, ჰარი არასდროს ყოფილა ახლო ურთიერთობაში კორნვოლის ჰერცოგინიასთან. თუ მან წიგნში ისაუბრა მათი რთული ურთიერთობის შესახებ, ეს შეიძლება ძალიან დამანგრეველი იყოს, ხოლო ჩარლზი უკვე საფუძველს უყრის იმას, რომ ის გახდეს დედოფალი. მან დასძინა, რომ უელსის პრინცსა და მის შვილს შორის ურთიერთობა კვლავ შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ ჰარის უილიამთან დაახლოება უკვე შეუძლებელია.

უილიამს ეს საქციელი სამარცხვინოდ მიაჩნია. ჰარი გასცემს საზოგადოებრივ ინტერვიუებს მარცხნივ და მარჯვნივ იმის შესახებ, თუ რამდენად მძიმე იყო მისი ბავშვობა. ახლა ის აპირებს წიგნის დაწერას ამის შესახებ. რა მოჰყვება ამ ყველაფერს? მისთვის უახლოესი ნათესავებიც კი, როგორიცაა პრინცესები ევგენია და ბეატრისი, გაოცებულები არიან მისი წამოწყებით", – დაასკვნა ინსაიდერმა.

პრინცი ჰარი გამოაქვეყნებს თავის ავტობიოგრაფიას Penguin Random House-თან თანამშრომლობით. აღინიშნა, რომ გამომცემლობამ 20 მილიონი დოლარი გადაიხადა წიგნზე უფლებებისთვის, რაც ზამთრის მთავარი სენსაცია იქნება.

თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (64)

მთავარი თემები