გაბუნია: ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს

© Sputnik / STRINGERმოსწავლე
მოსწავლე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა აქტიურ ფაზაში შედის. იზრდება „დელტა“ შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ბავშვებში სწრაფად ვრცელდება.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ბოლო პერიოდში ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა, თუმცა დაავადება უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამყრელიძე: ყველა ინდიკატორით წითელ ზონაში გადავედით
მისი თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა და მათგან ერთეული შემთხვევები იყო მძიმე ფორმის.
„ბოლო პერიოდში მოიმატა პედიატრიული შემთხვევების რიცხვმა. იყო მძიმე მიმდინარეობის ერთეული შემთხვევები, სამწუხაროდ, ორი გარდაცვალებაც დაფიქსირდა ახალშობილებში. ასევე ნიშანდობლივია გახანგრძლივებული ჰოსპიტალიზაციაც, რაც ასევე საყურადღებოა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბოლო დღეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოში პედიატრიული საწოლების თითქმის 100% ათვისებულია, ასევე რეანიმაციულ განყოფილებებში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია. სპეციალისტების განცხადებით, მეორე ტალღასთან შედარებით, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ახლა ძალიან ბევრი ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და სწორედ ამან განაპირობა პედიატრიული საწოლების პრაქტიკულად სრულად ათვისება.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყანაში 1,3 ათასზე მეტი თავისუფალი საწოლია. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს პედიატრიული საწოლების მობილიზება და ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 350-მდე საწოლია მობილიზებული. 
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
არის თუ არა პედიატრიული საწოლების დეფიციტი ქვეყანაში: გაბუნიას განმარტება
საქართველოში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. „დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ“ შტამთან შედარებით.
პედიატრების განცხადებით, ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება რთულად მიმდინარეობს, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში. იკვეთება გახანგრძლივებული ჰიპერთერმია და ამას შეიძლება თან ახლდეს ქვედა სასუნთქი გზების გართულება. ასევე ზიანდება ფილტვები, ბავშვებს ახასიათებთ ზოგადი, საერთო სისუსტე.
გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსისგან მოზარდების დაცვის ერთადერთი პრევენციული მექანიზმი ოჯახის წევრების ვაქცინაცია და მათი მხრიდან კოვიდ-რეგულაციების დაცვაა. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ.
ეპიდემიოლოგების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური“ შტამი „ბრიტანულს“ მთლიანად ჩაანაცვლებს.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
22 ივლისის მონაცემებით, საქართველოში აცრილია 383.339 ადამიანი, მათგან ორივე დოზით ვაქცინირებულია 135.291 პირი.
 
ყველა ახალი ამბავი
0