04:26 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (965)
93 0 0

ეპიდემიოლოგის აზრით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობიდან 30–40% უკვე ე.წ. ინდურ შტამზე მოდის და ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება სერიოზულად გაუარესდა, ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება. 

„საშიშროება სერიოზულია, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ შევდივართ სერიოზულ ტალღაში. დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები გამეორებაა იმ ვითარების, რაც მაისის პიკის დროს და ნოემბრის დასაწყისში გვქონდა. უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, პირველ რიგში, ვატაროთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და იქ, სადაც ბევრი ადამიანია შეკრებილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, მოერიდონ დიდ თავყრილობებს. მისი თქმით, დღეისათვის საქართველოს დღეში 15–20 ათასი ადამიანის აცრის შესაძლებლობა აქვს.

„ეპიდვითარების გაუარესება ასე თუ გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საბჭოს შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციით მიმართავს. ჩვენ უკვე „წითელ ხაზებს“ ვკვეთთ, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია და ასევე გახშირდა ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2.415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღით კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 2.616 შეადგინა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 393 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 368 ათასი ადამიანი, გარდაიცვალა 5.618 პაციენტი.

ეპიდემიოლოგების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური“ შტამი „ბრიტანულს“ მთლიანად ჩაანაცვლებს.

 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (965)

მთავარი თემები