12:26 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
111 0 0

აქციაზე შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც მთაწმინდის პარკთან ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი მაისურებით და ფოტოებით მივიდნენ.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური მასმედიის ჟურნალისტები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე მთაწმინდის პარკთან, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა მიმდინარეობს.

ახლახან მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

სამი ოპოზიციური ტელეარხი: „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ უკვე ერთი კვირაა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მიზეზი „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერ დადგენილი არ არის, მასმედიის წარმომადგენლები მის გარდაცვალებაში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებს ადანაშაულებენ, რომლებმაც ის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სასტიკად სცემეს. ხოლო ხელისუფლებას – რომ არ დაიცვეს ჟურნალისტები ამ ჯგუფების თავდასხმებისგან.

აქციაზე შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც მთაწმინდის პარკთან ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი მაისურებით და ფოტოებით მივიდნენ. ისინი მთაწმინდის პარკთან რამდენიმე ასეულ მეტრში ტრასაზე დგანან. მმართველი პარტიის შეკრების ადგილზე მათ პოლიცია არ უშვებს.

კახა კალაძე გახდა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პირველი ოფიციალურად წარდგენილი კანდიდატი.

2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ქალაქების მერებს და ადგილობრივი საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.

მთავარი თემები