06:27 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)
79 0 0

ქვეყანაში ადამიანების ნაწილი იცრება, თუმცა ვაქცინაციის ეს მაჩვენებელი ვირუსის დასამარცხებლად საკმარისი არ არის, აღნიშნა იმნაძემ.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. რეგულაციები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, საკმარისია ვირუსის შესაკავებლად, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი წესებს არ იცავს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გამყრელიძე: საკოორდინაციო საბჭო კოვიდრეგულაციების გამკაცრებაზე იმსჯელებს>>

მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია და ქვეყანაში არსებული მინიმალური შეზღუდვების ზედმიწევნით დაცვა.

„ის, რა რეგულაციაც არსებობს, უნდა დავიცვათ. არიან ადამიანები, რომლებიც სხვის შეცდომებზე სწავლობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლით. იღუპებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები. რა გითხრათ აღარ ვიცი, მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები“, – განაცხადა იმნაძემ.

მან დასძინა, რომ ამის კონკრეტული მაგალითებიც აქვს. მაგალითად, სულ ახლახან ერთ-ერთ რაიონში ქელეხის შემდეგ „მსხვერპლი შესწირეს“ გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

პაატა იმნაძემ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა იცრება, მაგრამ ვაქცინაციის მაჩვენებელი მაინც დაბალია.

„ვამბობდით, რომ არ არის ვაქცინა, ახლა ვაქცინა ხომ ბევრია? დღეს 12 ათასი ადამიანი აიცრება, ეს ძალიან კარგია. მაგრამ ჯავშნებს რომ ვუყურებ, ხვალ მხოლოდ ნახევარია დაჯავშნილი“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, ვაქცინის მთავარი დანიშნულებაა, რომ ადამიანი რეანიმაციაში არ მოხვდეს და არ დაიღუპოს. ეს ფუნქცია ყველა ვაქცინას თანაბრად აქვს, აღნიშნა მან. 

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ჩატარდა 368.179 აცრა. სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 132.207 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 390.945 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში სულ გამოჯანმრთელდა 367.130, ხოლო გარდაიცვალა 5.592 პაციენტი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)

მთავარი თემები