ჯანდაცვის სამინისტრო პედაგოგებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

© AP Photo / Marco Ugarteვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 1 მლნ დოზა ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac მიიღო.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. სკოლების მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა – ივლისი–აგვისტოს თვეები პერსონალის ვაქცინაციისთვის გამოიყენონ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მომავალი სასწავლო წლის უსაფრთხო გარემოში დაწყებისთვის აუცილებელი პირობა საჯარო თუ კერძო სკოლებში დასაქმებულთა აქტიური ვაქცინაციის პროცესში ჩართვაა.   
პანდემიის დაწყებიდან საქართველოს მთავრობამ სკოლის მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად შერეული მოდელი დანერგა – მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლის როგორც დისტანციური, ისე საკლასო ოთახში დასწრების მეთოდი. 
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამყრელიძე: ყველა ინდიკატორით წითელ ზონაში გადავედით
„სკოლებში შეზღუდვების დაწესება და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებთან დაკავშირებულ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. პირადად ჩემი და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ სკოლებმა სექტემბრამდე პერიოდი თანამშრომელთა აქტიური ვაქცინაციისთვის გამოიყენონ, რათა სკოლები სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში დახვდნენ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება განსაკუთრებით გაუარესდა. გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 2.616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტები ვითარების გაუარესებას კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებით ხსნიან. დარჩენილი შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
საქართველოში სულ აცრილია 368.179 ადამიანი. ორივე დოზა გაკეთებული აქვს 132.207 ადამიანს.
ყველა ახალი ამბავი
0