04:48 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (438)
46 0 0

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 წელსაც კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ტარდება.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის დასასრულს უახლოვდება, გამოცდების შედეგების გამოცხადება კი აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

დღეს აბიტურიენტები ფიზიკის, ლიტერატურისა და ზოგადი უნარების გამოცდებს აბარებენ. ასევე დღეს საგამოცდო ცენტრები იმ მოქმედ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებსაც მიიღებენ, რომლებიც სპეციალობის საგნის გამოცდას აბარებენ.

„ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

21 ივლისიდან კი სესიები იმ აბიტურიენტებისთვის დაინიშნა, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია წელს 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვნენ. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. წელს პირველად ტარდება გამოცდა სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის.

გამოცდები 2021 წელსაც კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ტარდება. თუმცა, 2020 წლისგან განსხვავებით, წელს გამოცდების გადატანის შესაძლებლობა მიეცათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის წინ კორონავირუსი დაუდასტურდათ.

თემები:
განათლება საქართველოში (438)

მთავარი თემები