08:39 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (674)
18301 0 0

ბერა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ნახეთ სად იმყოფება ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი.

სამი თვის წინ მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა. ამის შესახებ ცნობილი ბერას მეუღლის ნანუკა გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ გახდა. ნანუკამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წყვილი სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულში იმყოფება. მათთან ერთად არის პატარა ბერუკა ივანიშვილიც.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

ნანუკა გუდავაძემ და ბერა ივანიშვილმა სამხრეთ კორეაში თან წაიყვანეს ნანუკას და ანი გუდავაძე, მისი ქმარი ნიკუშა ფიცხელაური და მათი მცირეწლოვანი ვაჟიც. სწორედ პატარების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მოდელმა პირად გვერდზე. ახლა ნანუკას დის ოჯახი უკვე საქართველოშია, თუმცა კორეაში იმყოფება ბერას უმცროსი ძმა ცოტნე. მან „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე უახლესი ფოტო გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

A post shared by Tsotne (@tsotnepaints)

ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი იუბილარი იყო. ცოტნე ივანიშვილი 16 წლის გახდა და, ტრადიციულად, უფროსმა ძმამ ბერამ ეს დღე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე მიულოცა. „გილოცავ დაბადების დღეს. ნამდვილი ახალგაზრდა ჯენტლმენი ხარ მსოფლიოში ყველაზე დიდი გულით. არა მგონია, ოდესმე შევძლო იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს ის ჩემთვის“, – დაწერა ბერამ და ცოტნესთან ერთად გადაღებული სამახსოვრო ფოტოების კოლაჟი გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

A post shared by Tsotne (@tsotnepaints)

რაც შეეხება ცნობილი რეპერის სამხრეთ კორეაში გამგზავრების მიზეზს, მან რამდენიმე კვირის წინ “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში მუსიკალური გეგმები აქვს.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

„მე ახლა მივემგზავრები სამხრეთ კორეაში, სადაც დაგეგმილი მაქვს რამდენიმე საინტერესო დუეტი. უახლოეს მომავალში ვაპირებ გააქტიურებას მუსიკალური განხრით. იქნება ბევრი სიურპრიზი, რაც ჩემს გულშემატკივრებს გაუხარდებათ“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში.

თემები:
ქართველი სელებრითები (674)

მთავარი თემები