https://sputnik-georgia.com/20210720/cotne-ivanishvilma-saqartvelo-datova-252366837.html
ბერას და ნანუკას შემდეგ საქართველო ცოტნე ივანიშვილმაც დატოვა – უახლესი ფოტო
ბერას და ნანუკას შემდეგ საქართველო ცოტნე ივანიშვილმაც დატოვა – უახლესი ფოტო
Sputnik საქართველო
ბერა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ნახეთ სად იმყოფება ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი. 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T12:14+0400
2021-07-20T12:14+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252366855_0:155:1001:718_1920x0_80_0_0_03f913bcfcd6b07a7efd78aed8af0304.jpg
სამი თვის წინ მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა. ამის შესახებ ცნობილი ბერას მეუღლის ნანუკა გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ გახდა. ნანუკამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წყვილი სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულში იმყოფება. მათთან ერთად არის პატარა ბერუკა ივანიშვილიც.ნანუკა გუდავაძემ და ბერა ივანიშვილმა სამხრეთ კორეაში თან წაიყვანეს ნანუკას და ანი გუდავაძე, მისი ქმარი ნიკუშა ფიცხელაური და მათი მცირეწლოვანი ვაჟიც. სწორედ პატარების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მოდელმა პირად გვერდზე. ახლა ნანუკას დის ოჯახი უკვე საქართველოშია, თუმცა კორეაში იმყოფება ბერას უმცროსი ძმა ცოტნე. მან „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე უახლესი ფოტო გამოაქვეყნა.ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი იუბილარი იყო. ცოტნე ივანიშვილი 16 წლის გახდა და, ტრადიციულად, უფროსმა ძმამ ბერამ ეს დღე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე მიულოცა. „გილოცავ დაბადების დღეს. ნამდვილი ახალგაზრდა ჯენტლმენი ხარ მსოფლიოში ყველაზე დიდი გულით. არა მგონია, ოდესმე შევძლო იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს ის ჩემთვის“, – დაწერა ბერამ და ცოტნესთან ერთად გადაღებული სამახსოვრო ფოტოების კოლაჟი გამოაქვეყნა.რაც შეეხება ცნობილი რეპერის სამხრეთ კორეაში გამგზავრების მიზეზს, მან რამდენიმე კვირის წინ “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში მუსიკალური გეგმები აქვს.„მე ახლა მივემგზავრები სამხრეთ კორეაში, სადაც დაგეგმილი მაქვს რამდენიმე საინტერესო დუეტი. უახლოეს მომავალში ვაპირებ გააქტიურებას მუსიკალური განხრით. იქნება ბევრი სიურპრიზი, რაც ჩემს გულშემატკივრებს გაუხარდებათ“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252366855_0:62:1001:812_1920x0_80_0_0_0e3dcf8b2f02f2645f4216a526eee395.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
ბერას და ნანუკას შემდეგ საქართველო ცოტნე ივანიშვილმაც დატოვა – უახლესი ფოტო
12:14 20.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ბერა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ნახეთ სად იმყოფება ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი.
სამი თვის წინ მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა. ამის შესახებ ცნობილი ბერას მეუღლის ნანუკა გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ გახდა. ნანუკამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წყვილი სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულში იმყოფება. მათთან ერთად არის პატარა ბერუკა ივანიშვილიც.
ნანუკა გუდავაძემ და ბერა ივანიშვილმა სამხრეთ კორეაში თან წაიყვანეს ნანუკას და ანი გუდავაძე, მისი ქმარი ნიკუშა ფიცხელაური და მათი მცირეწლოვანი ვაჟიც. სწორედ პატარების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მოდელმა პირად გვერდზე. ახლა ნანუკას დის ოჯახი უკვე საქართველოშია, თუმცა კორეაში იმყოფება ბერას უმცროსი ძმა ცოტნე. მან „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე უახლესი ფოტო გამოაქვეყნა.
ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი იუბილარი იყო. ცოტნე ივანიშვილი 16 წლის გახდა და, ტრადიციულად, უფროსმა ძმამ ბერამ ეს დღე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე მიულოცა. „გილოცავ დაბადების დღეს. ნამდვილი ახალგაზრდა ჯენტლმენი ხარ მსოფლიოში ყველაზე დიდი გულით. არა მგონია, ოდესმე შევძლო იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს ის ჩემთვის“, – დაწერა ბერამ და ცოტნესთან ერთად გადაღებული სამახსოვრო ფოტოების კოლაჟი გამოაქვეყნა.
რაც შეეხება ცნობილი რეპერის სამხრეთ კორეაში გამგზავრების მიზეზს, მან რამდენიმე კვირის წინ “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში მუსიკალური გეგმები აქვს.
„მე ახლა მივემგზავრები სამხრეთ კორეაში, სადაც დაგეგმილი მაქვს რამდენიმე საინტერესო დუეტი. უახლოეს მომავალში ვაპირებ გააქტიურებას მუსიკალური განხრით. იქნება ბევრი სიურპრიზი, რაც ჩემს გულშემატკივრებს გაუხარდებათ“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში.