01:11 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
75 0 0

გუგა ქაშიბაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, შუადღის საათებში მოერიდონ მზეზე ყოფნას, გარუჯვისას კი გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მიმდინარე სეზონზე სამედიცინო ცენტრში მზით დამწვრობით დაახლოებით 200 ადამიანი მოხვდა, განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ. 

აქედან ამჟამად 70-მდე პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას გადის, დანარჩენებს კი ამბულატორიული მომსახურება გაეწია.

„ბოლო წლებთან შედარებით მზით დამწვრობის შემთხვევები დაახლოებით 10%-ით მომატებულია. ბევრმა პაციენტმა მოგვმართა, გარკვეულ რაოდენობას კი სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა", – განაცხადა ქაშიბაძემ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ყველას ურჩევს – შუადღისას მზეზე ნუ გავლენ, განსაკუთრებით კი ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები.

„საუბარია 11-დან 17 საათამდე პერიოდზე. მშობლებს ვურჩევ, ბავშვები ზღვაზე პედიატრის რეკომენდაციის გარეშე არ წაიყვანონ", — განაცხადა ქაშიბაძემ.

საქართველოში რუჯის კულტია. ზაფხულში დედაქალაქში არსებული ყველა ღია აუზი, თბილისის ზღვის, ლისის და კუს ტბის სანაპიროები რუჯის მოყვარულებითაა სავსე.

 

მთავარი თემები