https://sputnik-georgia.com/20210720/tbilisis-damwvrobis-centrs-200-adamianma-mimarta-252366549.html
რუჯი მსხვერპლის ფასად: დამწვრობის ცენტრს 200-მდე ადამიანმა მიმართა
რუჯი მსხვერპლის ფასად: დამწვრობის ცენტრს 200-მდე ადამიანმა მიმართა
Sputnik საქართველო
გუგა ქაშიბაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, შუადღის საათებში მოერიდონ მზეზე ყოფნას, გარუჯვისას კი გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები. 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T11:31+0400
2021-07-20T11:31+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/13/249242561_0:82:3474:2047_1920x0_80_0_0_3bd03d78c06f23a41d33edac7e4cbd64.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მიმდინარე სეზონზე სამედიცინო ცენტრში მზით დამწვრობით დაახლოებით 200 ადამიანი მოხვდა, განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ. აქედან ამჟამად 70-მდე პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას გადის, დანარჩენებს კი ამბულატორიული მომსახურება გაეწია.„ბოლო წლებთან შედარებით მზით დამწვრობის შემთხვევები დაახლოებით 10%-ით მომატებულია. ბევრმა პაციენტმა მოგვმართა, გარკვეულ რაოდენობას კი სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა", – განაცხადა ქაშიბაძემ.დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ყველას ურჩევს – შუადღისას მზეზე ნუ გავლენ, განსაკუთრებით კი ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები.„საუბარია 11-დან 17 საათამდე პერიოდზე. მშობლებს ვურჩევ, ბავშვები ზღვაზე პედიატრის რეკომენდაციის გარეშე არ წაიყვანონ", — განაცხადა ქაშიბაძემ.საქართველოში რუჯის კულტია. ზაფხულში დედაქალაქში არსებული ყველა ღია აუზი, თბილისის ზღვის, ლისის და კუს ტბის სანაპიროები რუჯის მოყვარულებითაა სავსე.
https://sputnik-georgia.com/20200806/rogor-vumkurnalot-mzis-damwvrobas-249153812.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/13/249242561_218:0:3474:2047_1920x0_80_0_0_f54b7aa3c40d40d2fe5752e81357bc8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
რუჯი მსხვერპლის ფასად: დამწვრობის ცენტრს 200-მდე ადამიანმა მიმართა
11:31 20.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) გუგა ქაშიბაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, შუადღის საათებში მოერიდონ მზეზე ყოფნას, გარუჯვისას კი გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მიმდინარე სეზონზე სამედიცინო ცენტრში მზით დამწვრობით დაახლოებით 200 ადამიანი მოხვდა, განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
აქედან ამჟამად 70-მდე პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას გადის, დანარჩენებს კი ამბულატორიული მომსახურება გაეწია.
„ბოლო წლებთან შედარებით მზით დამწვრობის შემთხვევები დაახლოებით 10%-ით მომატებულია. ბევრმა პაციენტმა მოგვმართა, გარკვეულ რაოდენობას კი სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა", – განაცხადა ქაშიბაძემ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ყველას ურჩევს – შუადღისას მზეზე ნუ გავლენ, განსაკუთრებით კი ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები.
„საუბარია 11-დან 17 საათამდე პერიოდზე. მშობლებს ვურჩევ, ბავშვები ზღვაზე პედიატრის რეკომენდაციის გარეშე არ წაიყვანონ", — განაცხადა ქაშიბაძემ.
საქართველოში რუჯის კულტია. ზაფხულში დედაქალაქში არსებული ყველა ღია აუზი, თბილისის ზღვის, ლისის და კუს ტბის სანაპიროები რუჯის მოყვარულებითაა სავსე.