08:19 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
125 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.286-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 387.481-ს მიაღწია.

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.286 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 759 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კახეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 125, კახეთი – 94, ქვემო ქართლი – 79, იმერეთი – 73, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 32, შიდა ქართლი – 30, გურია - 16, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.701 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 365.019-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 13 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.551-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 16.885 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.291 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.581, იმერეთში – 523, აჭარაში – 245.

833 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 182 პირი, მათგან თბილისში - 141, იმერეთში – 9, აჭარაში – 3. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1.088 ადამიანი, მათ შორის 721 – თბილისში, 334- აჭარაში. 11.506 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 10.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10.55 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2.986, აჭარაში – 1.445, იმერეთში – 1.423.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.286-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 387.481-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები