კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილის მდგომარეობა მძიმე რჩება

© photo: сourtesy of Aversi Clinicრეანიმაშიაში
რეანიმაშიაში - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
გამოწერა
კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, ერთ წლამდე ბავშვებში „დელტა“ შტამი განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. თბილისის ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, იუწყება „პირველი არხი".
კორონავირუსით ინფიცირებული სამი ჩვილი კლინიკაში 8 ივლისს მოათავსეს. აქედან ერთ-ერთი, სამი კვირის ახალშობილი, პარასკევს გარდაიცვალა.
„ამჟამად რეანიმაციაში 18 პაციენტი წევს, რომელთაგან ორი ჩვილია. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. განსაკუთრებით ერთი ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც „დელტა“ შტამი აქვს დადასტურებული, კრიტიკულად მძიმეა. ყველანაირი პარამეტრების მიხედვით ხდება მკურნალობაში ცვლილებების შეტანა, მაგრამ ამჯერად მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება“, – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ.
პალატა კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
COVID-19 ბავშვებში: საქართველოში თავისუფალი პედიატრიული საწოლები თითქმის აღარ დარჩა
ექიმების თქმით, ციციშვილის კლინიკაში ამ დრომდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ინფიცირებული ბავშვების ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთება ყოფილიყო საჭირო. კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, ერთ წლამდე ბავშვებში „დელტა“ შტამი განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს.
„ყოველ დღე თითქმის 10-14 პაციენტი შემოდის. ამ დროისთვის თავისუფალი საწოლები გვაქვს. ჩვენ არც ერთი დღე, რაც ოქტომბრიდან დავიწყეთ კოვიდ მიმღებად მუშაობა, არ გავჩერებულვართ... რაც უფრო მეტი იქნება ავადობა, მით მეტი მძიმე პაციენტი და მძიმე მიმდინარეობა იქნება როგორც ბავშვებში, ისე დიდებში. ამ მხრივ, ბავშვებიც არ არიან გამონაკლისი, რადგან წლამდე ასაკის ბავშვებში განსკაუთრებულად მძიმედ მიმდინარეობს“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ პარასკევს განაცხადა, საქართველოში პედიატრიული საწოლების თითქმის 100% ათვისებულია, ასევე რეანიმაციულ განყოფილებებში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია.
112 - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალშობილიდან ერთი გარდაიცვალა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 30 ათასმა ბავშვმა გადაიტანა.
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო, ამასთან, იმატებს ე.წ. ინდური („დელტა"), უფრო აგრესიული შტამის შემთხვევები.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო ადვილად აზიანებს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს.
 
 
ყველა ახალი ამბავი
0