09:34 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
83 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.808-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 386.195-ს მიაღწია.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.808 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.046 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ იმერეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 161, იმერეთი – 123, კახეთი – 111, ქვემო ქართლი – 97, შიდა ქართლი – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 74,  მცხეთა-მთიანეთი – 39, სამცხე-ჯავახეთი – 43, გურია – 19, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 361 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 363.318-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 22 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.538-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 17.313 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.135 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.519, იმერეთში – 495, აჭარაში – 211.

805 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 180 პირი, მათგან თბილისში - 142, იმერეთში – 7, აჭარაში – 3. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1.008 ადამიანი, მათ შორის 728 – თბილისში, 268- აჭარაში. 12.170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11.413 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.104, აჭარაში – 1 334, იმერეთში – 1 234.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.808-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 386.195-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები