06:17 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1346)
125 0 0

ისრაელმა უკვე შეაჩერა ავიამიმოსვლა არგენტინასთან, ბრაზილიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ინდოეთთან, მექსიკასთან, რუსეთთან, ბელარუსთან და უზბეკეთთან

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ისრაელმა საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების წითელ სიაში, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, იუწყება გამოცემა Ynet.

საქართველოსთან ერთან ამ ჩამონათვალში მოხვდნენ თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი. ამ ქვეყნებიდან ისრაელში ჩასულმა მოქალაქეებმა ერთკვირიანი თვითიზოლაცია უნდა გაიარონ.

ამ ქვეყნების წითელ სიაში შეყვანის გადაწყვეტილება ისრაელმა მას შემდეგ მიიღო, რაც ამ სახელმწიფოებში ინდური შტამის შემთხვევები გახშირდა.

მომავალი კვირიდან ისრაელი ავიამიმოსვლის შეწყვეტას აპირებს ესპანეთტან და ყირგიზეთთან. ამასთან, მან უკვე შეაჩერა ავიამიმოსვლა არგენტინასთან, ბრაზილიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ინდოეთთან, მექსიკასთან, რუსეთთან, ბელარუსთან და უზბეკეთთან.

ამ დროისთვის პირებმა, რომლებიც ისრაელში ჩადიან არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, სეიშელის კუნძულებიდან, ეკვადორიდან, ეთიოპიიდან, ბოლივიიდან, გვატემალიდან, ჰონდურასიდან, ზიმბაბვედან, ზამბიიდან და ნამიბიიდან, უნდა მოთავსდნენ თვითიზოლაციაში და ჩაიტარონ PCR–ტესტი. შემდეგი პარასკევიდან ამ სიას დაემატებიან დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბია.

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსის 1.653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა 384 ათასზე მეტი შემტხვევა, გამოჯანმრთელდა 362 ათასზე მეტი, გარდაიცვალა 5.516 ადამიანი.

ეპიდემიოლოგები საქართველოში აცხადებენ, რომ კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. მათი თქმით, ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია.

მათი აზრით, სიტუაციის გაუარესება შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.

ეპიდემიოლოგები აღნიშნავენ, რომ ინფური შტამის ცირკულაცია საქართველოში 30%–მდე გაიზარდა. მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც, სპეციალისტების განცხადებით, ინდური შტამი ბრიტანულს მთლიანად ჩაანაცვლებს.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1346)

მთავარი თემები