https://sputnik-georgia.com/20210716/------252342806.html
შარლ მიშელი საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
შარლ მიშელი საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
კონფერენციის მთავარი თემა სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება. 16.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-16T17:49+0400
2021-07-16T17:49+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043542_0:170:1750:1159_1920x0_80_0_0_93c11e410d971f55331b820f3480694b.jpg
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 18 ივლისს ეწვევა და ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია კონფერენციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 19 ივლისს გაიხსნება, ასევე მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. საქართველოს კონფერენციაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები წარადგენენ. საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ შერეული ფორმატით გაიმართება – ღონისძიებას მხოლოდ მთავარი სპიკერები დაესწრებიან, მონაწილეები კი ვირტუალურად შეძლებენ ღონისძიებაში მონაწილეობას.კონფერენციის მთავარი თემა სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.კონფერენციაში მონაწილეობის გარდა, შარლ მიშელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან და მათთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საკითხს განიხილავს.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს მიმდინარე წლის აპრილში თბილისში მისი ვიზიტის დროს შესთავაზა საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების სამიტის გამართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ უკრაინა და მოლდოვაც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეთავაზებას დათანხმდა.
https://sputnik-georgia.com/20210715/saqsrTveloSi-Sarl-miSelis-viziti-igegmeba-252322420.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043542_8:167:1598:1167_1920x0_80_0_0_9b8f2a6e899b37682dbb9f9b56286bdf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შარლ მიშელი საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
17:49 16.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) კონფერენციის მთავარი თემა სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 18 ივლისს ეწვევა და ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია კონფერენციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 19 ივლისს გაიხსნება, ასევე მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. საქართველოს კონფერენციაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები წარადგენენ.
საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ შერეული ფორმატით გაიმართება – ღონისძიებას მხოლოდ მთავარი სპიკერები დაესწრებიან, მონაწილეები კი ვირტუალურად შეძლებენ ღონისძიებაში მონაწილეობას.
კონფერენციის მთავარი თემა სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.
კონფერენციაში მონაწილეობის გარდა, შარლ მიშელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან და მათთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საკითხს განიხილავს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს მიმდინარე წლის აპრილში თბილისში მისი ვიზიტის დროს შესთავაზა საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების სამიტის გამართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ უკრაინა და მოლდოვაც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეთავაზებას დათანხმდა.