მედია პროტესტის რეჟიმში: რას ითხოვენ ჟურნალისტები ირაკლი შოთაძისგან

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
საქართველოს გენერალური პროკურორის სახელზე შეტანილ განცხადებას 200-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. აქციის ორგანიზატორები ასევე მოითხოვენ ტელეკომპანია ALT-INFO-ს დაფინანსების წყაროს მოძიებას.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ქართული მასმედიის წარმომადგენლებმა საქართველოს პროკურატურასთან აქცია გამართეს და 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებში დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
ჩხრეკის შემდეგ დაკითხვაზე – გურამ ფალავანდიშვილი პოლიციის მთავარ სამმართველოშია
ამ დღეს, როდესაც ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა და „მორალის დამცველებმა" ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა - ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.
ჟურნალისტებმა უწყებაში წერილი საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სახელზე შეიტანეს და კონკრეტული პირებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
„როგორც ცნობილია, 2021 წლის 5 ივლისს ფიზიკური ძალადობა განხორციელდა 53 ჟურნალისტზე, ოპერატორსა და ფოტოგრაფზე. აღნიშნული ძალადობის ორგანიზატორები ტელეკომპანია ALT-INFO-ს ხელმძღვანელები აღმოჩნდნენ. ამაზე მეტყველებს მათ მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები და ძალადობისკენ მოწოდებები", – ნათქვამია შოთაძის სახელზე შეტანილ განცხადებაში.
პარასკევს, დღის პირველ ნახევარში „ღირსების მარშის" საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორების სახლებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
ჩხრეკა ჩატარდა მოძრაობა „ზნეობის" ლიდერის გურამ ფალავანდიშვილის, მოძრაობის „ალტერნატივა საქართველოსთვის" ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას და ALT-INFO-ს დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს განცხადებები ჯერ არ გაუკეთებიათ.
5 ივლისს არეულობის საქმეზე დაკავებულია 24 ადამიანი, თუმცა ამ დრომდე ხელშეუხებელი იყვნენ თავად არეულობის ორგანიზატორები.
ყველა ახალი ამბავი
0