12:55 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
5801

შსს-ს თბილისის ცენტრში მომხდარი მასობრივი არეულობიდან მხოლოდ ათი დღის შემდეგ გაახსენდა კონტრაქციის ორგანიზატორები.

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. პოლიცია 5 ივლისს თბილისის ცენტრში ლგბტ-თემის წინააღმდეგ გამართული კონტრაქციის ორგანიზატორების სახლებში ჩხრეკას ატარებს.

როგორც ქართული მასმედია იუწყება, ჩხრეკა მიმდინარეობს საზოგადოებრივი მოძრაობა „ზნეობის" ლიდერის გურამ ფალავანდიშვილის სახლში, რომელიც ამაღლების ქუჩაზე მდებარეობს.

თავად ფალავანდიშვილის ადგილსამყოფელი უცნობია. შესაძლოა, იგი ასევე ესწრება მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს, რადგანაც, მედიის მონაცემებით, მისი პირადი ავტომობილი სახლის ეზოშია. ადგილზე რამდენიმე საათია მობილიზებული არიან სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები.

ჩხრეკა ასევე მიმდინარეობს სხვა ლიდერების - მოძრაობის „ალტერნატივა საქართველოსთვის" ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას და ALT-INFO-ს დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის საცხოვრებელ სახლებში. ჩხრეკის შემდეგ ორივე მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ოფიციალურ უწყებებს განცხადებები ჯერ არ გაუკეთებიათ.

5 ივლისს, როდესაც ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა და „მორალის დამცველებმა" ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. 5 ივლისს არეულობის საქმეზე დაკავებულია 24 ადამიანი, თუმცა ამ დრომდე ხელშეუხებელი იყვნენ თავად არეულობის ორგანიზატორები.

მთავარი თემები