https://sputnik-georgia.com/20210716/mtavrobis-dadgenilebashi-cvlilebebia-shezgudvebi-romelic-zalashi-sehva-252336285.html
მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა: შეზღუდვები, რომელიც 19 ივლისიდან ამოქმედდება
მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა: შეზღუდვები, რომელიც 19 ივლისიდან ამოქმედდება
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია. 16.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-16T12:37+0400
2021-07-16T12:37+0400
2023-08-17T18:12+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_4f0fe7b9b02e0fbc7b36823a032d4618.jpg
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. ზაფხულის ბანაკები აიკრძალა - საქართველოს მთავრობამ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. დადგენილებაში ასევე შევიდა რიგი ცვლილებები, კერძოდ, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეობისთვის აუცილებელია PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.გარდა ამისა, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.დადგენილება ძალაში 2021 წლის 19 ივლისიდან შევა.როგორც ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო, შესაძლოა, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები კვლავ დაწესდეს. უწყებაში არ გამორიცხეს, რომ ბავშვებში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვები შეიძლება საზაფხულო ბანაკებსაც შეეხოს. სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი აქტივობა ბავშვებსა და მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების ერთგვარად ხელშემწყობი შეიძლება გახდეს.
https://sputnik-georgia.com/20210715/tikaraZe-saqarTveloSi-koronavirusis-diagnoziT-klinikebSi-300-bavSvi-mkurnalobs-252331445.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_626ddde3d04db3458ebf9a71184ad520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა: შეზღუდვები, რომელიც 19 ივლისიდან ამოქმედდება
12:37 16.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. ზაფხულის ბანაკები აიკრძალა - საქართველოს მთავრობამ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში
ცვლილებები შეიტანა.
დადგენილებაში ასევე შევიდა რიგი ცვლილებები, კერძოდ, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეობისთვის აუცილებელია PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
გარდა ამისა, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.
დადგენილება ძალაში 2021 წლის 19 ივლისიდან შევა.
როგორც ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო, შესაძლოა, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები კვლავ დაწესდეს. უწყებაში არ გამორიცხეს, რომ ბავშვებში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვები შეიძლება საზაფხულო ბანაკებსაც შეეხოს. სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი აქტივობა ბავშვებსა და მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების ერთგვარად ხელშემწყობი შეიძლება გახდეს.