https://sputnik-georgia.com/20210715/tikaraZe-saqarTveloSi-koronavirusis-diagnoziT-klinikebSi-300-bavSvi-mkurnalobs-252331445.html
ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 300 ბავშვი მკურნალობს
ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 300 ბავშვი მკურნალობს
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო ემზადება აგვისტოსთვის, როდესაც, სავარაუდოდ, ინდური შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ბრიტანულს და ინფიცირების აფეთქებას გამოიწვევს, მათ შორის... 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T19:59+0400
2021-07-15T19:59+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/12/250383795_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_fea0081cd65645b80e3ec6744df1b111.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბავშვების ინფიცირების შემთხვევები იზრდება - ამჟამად კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოებში 300 ბავშვი მკურნალობს, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ამზადებს შესაბამის ინფრასტრუქტურას, ახდენს სისტემისა და მედპერსონალის მობილიზებას, რათა ქვეყანა მზად იყოს აგვისტოსთვის. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ აგვისტოში ინდური შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ბრიტანულს, მათ შორის ბავშვებშიც. ამას კი ინფიცირების სერიოზული აფეთქება შეიძლება მოყვეს, ფიქრობენ სპეციალისტები.„ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თითოეულ ბავშვს, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება ინფექციის მატარებლად, ჰქონდეს შესაძლებლობა, ჰოსპიტალურ სექტორში მიიღოს საჭირო მკურნალობა. დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში 300-მდე ბავშვია მოთავსებული. ჩვენ განვაგრძობთ პედიატრიული საწოლების მობილიზებას და არცერთი ბავშვი არ დარჩება ჰოსპიტალური საწოლის გარეშე“, - განაცხადა ტიკარაძემ.ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონებში ბავშვებისთვის საწოლების დეფიციტი არ შეინიშნება. დეფიციტი იყო თბილისში, რადგან აქ ინფექცია მეტადაა გავრცელებული.მანამდე ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების მკვეთრი ზრდის შესახებ. სპეციალისტებმა მოუწოდეს მშობლებს ვაქცინაციისკენ, რათა თავიანთი შვილები კორონავირუსისგან დაიცვან.ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირებულთა უმრავლესობა კორონავირუსის ბრიტანული შტამით არის დაავადებული. ის საქართველოში თებერვლის ბოლოს გამოვლინდა. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ინდური შტამი ბრიტანულს უახლოეს დროს ჩაანაცვლებს.
https://sputnik-georgia.com/20210715/gabunia-vmsjelobT-vaqcinis-mesame-dozis-Taobaze-252330895.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/12/250383795_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_e62b34078e7b24873b45ec9a9a7adf0d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 300 ბავშვი მკურნალობს
19:59 15.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ჯანდაცვის სამინისტრო ემზადება აგვისტოსთვის, როდესაც, სავარაუდოდ, ინდური შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ბრიტანულს და ინფიცირების აფეთქებას გამოიწვევს, მათ შორის ბავშვებში.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბავშვების ინფიცირების შემთხვევები იზრდება - ამჟამად კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოებში 300 ბავშვი მკურნალობს, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ამზადებს შესაბამის ინფრასტრუქტურას, ახდენს სისტემისა და მედპერსონალის მობილიზებას, რათა ქვეყანა მზად იყოს აგვისტოსთვის. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ აგვისტოში ინდური შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ბრიტანულს, მათ შორის ბავშვებშიც. ამას კი ინფიცირების სერიოზული აფეთქება შეიძლება მოყვეს, ფიქრობენ სპეციალისტები.
„ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თითოეულ ბავშვს, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება ინფექციის მატარებლად, ჰქონდეს შესაძლებლობა, ჰოსპიტალურ სექტორში მიიღოს საჭირო მკურნალობა. დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში 300-მდე ბავშვია მოთავსებული. ჩვენ განვაგრძობთ პედიატრიული საწოლების მობილიზებას და არცერთი ბავშვი არ დარჩება ჰოსპიტალური საწოლის გარეშე“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონებში ბავშვებისთვის საწოლების დეფიციტი არ შეინიშნება. დეფიციტი იყო თბილისში, რადგან აქ ინფექცია მეტადაა გავრცელებული.
მანამდე ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების მკვეთრი ზრდის შესახებ. სპეციალისტებმა მოუწოდეს მშობლებს ვაქცინაციისკენ, რათა თავიანთი შვილები კორონავირუსისგან დაიცვან.
ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირებულთა უმრავლესობა კორონავირუსის ბრიტანული შტამით არის დაავადებული. ის საქართველოში თებერვლის ბოლოს გამოვლინდა. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ინდური შტამი ბრიტანულს უახლოეს დროს ჩაანაცვლებს.