05:08 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)
58 0 0

ამბულატორიებისთვის პულსოქსიმეტრების გადმოცემა Visegrad-ის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილია.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ჩეხეთის „კარიტასმა" პულსოქსიმეტრები გადასცა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სამედიცინო ინვენტარი განკუთვნილია სამეგრელო–ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის ამბულატორიებისთვის.

სამედიცინო ინვენტარის გადაცემის ღონისძიებას ჩეხეთის „კარიტასის" საქართველოს მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი თავდიშვილი ესწრებოდნენ.

„მოხარული ვარ, რომ იმ სამედიცინო ინვენტარის უზრუნველყოფა შეგვიძლია, რომელიც სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრისათვის არის საჭირო. კოვიდ-პაციენტებისთვის სისხლში ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი შეიძლება სამედიცინო ინტერვენციის საჭიროების ერთ-ერთი ადრეული ნიშანი იყოს", – აღნიშნა იან ბლინკამ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი თავდიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის „კარიტასს" ამ მხარდაჭერისთვის.

საქრთველოში პროექტი ჩეხეთის „კარიტასი" 2021 წლის იანვრიდან ხორციელდება. ჩეხეთის „კარიტასი" საქართველოში მუდმივად თანამშრომლობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან და COVID-19-ის შემთხვევების მართვის მიმართულებით მათ არაერთი პროექტი აქვთ განხორციელებული.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)

მთავარი თემები