07:58 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (674)
465 0 0

ზურა ხაჩიძე ბოლო სკანდალის შემდეგ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ამჯერად საკუთარ ავადმყოფობაზე ამცნო საზოგადოებას.

მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე კორონავირუსს ებრძვის. ამის შესახებ ხაჩიძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა და აღნიშნა, რომ ორშაბათს ახალციხეში აცრას აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. სოციალური ქსელის მომხმარებლები მომღერალს გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

ცოტა ხნის წინ ხაჩიძე სკანდალში გაეხვა. მისმა რადიკალურმა მოწოდებამ „ფეისბუქზე“ მსახიობი გიორგი ნაზღაიძე გააღიზიანა, რომელმაც დაწერა, რომ ავადმყოფი ცოლის სხვა ქალის გამო მიტოვებაც მართლმადიდებლური ცოდვაა. რას გულისხმობდა კონკრეტულად მსახიობი, აღარ განუმარტავს.

რამდენიმე თვის წინ ხათუნა ჟორდანიამ „პრაიმშოუში“ საკუთარ დაავადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე მისი შვილი, მომღერალი ნინი ქარსელაძე ძალიან ზრუნავს და ისე უვლის, როგორც დედა. „დიდი ბედნიერებაა, რომ ნინის დედა ვარ, მაგრამ ბოლო ექვსი თვეა როლები გავცვალეთ. საუკეთესო დედებს შორის საუკეთესო დედა ვერ იქნება ისეთი, როგორიც ნინია ახლა ჩემთვის“, – განაცხადა ჟორდანიამ.

მძიმე დაავადების გამო ხათუნა ჟორდანია ჯერ ისევ მკურალობს. მისი ოჯახის წევრები კი მუდამ ხათუნას პოზიტიურ განწყობაზე მოყვანას ცდილობენ. ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ დროდადრო თელ-ავივის კლინიკას აკითხავს. ხათუნა საგრძნობლად გახდა და მისი ცნობა გაგიჭირდებათ, თუმცა თავს ბევრად უკეთ გრძნობს.

თემები:
ქართველი სელებრითები (674)

მთავარი თემები