https://sputnik-georgia.com/20210715/zura-xachidzes-koronavirusi-aqvs-252329956.html
„კოვიდი დამიდასტურდა...“ – ზურა ხაჩიძე განცხადებას ავრცელებს
„კოვიდი დამიდასტურდა...“ – ზურა ხაჩიძე განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
ზურა ხაჩიძე ბოლო სკანდალის შემდეგ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ამჯერად საკუთარ ავადმყოფობაზე ამცნო საზოგადოებას. 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T18:07+0400
2021-07-15T18:07+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1e/259097475_0:44:1000:607_1920x0_80_0_0_c4cc283f68492b93ccf1b8ad839cf01f.jpg
მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე კორონავირუსს ებრძვის. ამის შესახებ ხაჩიძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა და აღნიშნა, რომ ორშაბათს ახალციხეში აცრას აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. სოციალური ქსელის მომხმარებლები მომღერალს გამოჯანმრთელებას უსურვებენ.ცოტა ხნის წინ ხაჩიძე სკანდალში გაეხვა. მისმა რადიკალურმა მოწოდებამ „ფეისბუქზე“ მსახიობი გიორგი ნაზღაიძე გააღიზიანა, რომელმაც დაწერა, რომ ავადმყოფი ცოლის სხვა ქალის გამო მიტოვებაც მართლმადიდებლური ცოდვაა. რას გულისხმობდა კონკრეტულად მსახიობი, აღარ განუმარტავს.რამდენიმე თვის წინ ხათუნა ჟორდანიამ „პრაიმშოუში“ საკუთარ დაავადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე მისი შვილი, მომღერალი ნინი ქარსელაძე ძალიან ზრუნავს და ისე უვლის, როგორც დედა. „დიდი ბედნიერებაა, რომ ნინის დედა ვარ, მაგრამ ბოლო ექვსი თვეა როლები გავცვალეთ. საუკეთესო დედებს შორის საუკეთესო დედა ვერ იქნება ისეთი, როგორიც ნინია ახლა ჩემთვის“, – განაცხადა ჟორდანიამ.მძიმე დაავადების გამო ხათუნა ჟორდანია ჯერ ისევ მკურალობს. მისი ოჯახის წევრები კი მუდამ ხათუნას პოზიტიურ განწყობაზე მოყვანას ცდილობენ. ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ დროდადრო თელ-ავივის კლინიკას აკითხავს. ხათუნა საგრძნობლად გახდა და მისი ცნობა გაგიჭირდებათ, თუმცა თავს ბევრად უკეთ გრძნობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1e/259097475_56:0:1000:708_1920x0_80_0_0_fe35ffe074f3f742816c363c69b6bc0c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
„კოვიდი დამიდასტურდა...“ – ზურა ხაჩიძე განცხადებას ავრცელებს
18:07 15.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ზურა ხაჩიძე ბოლო სკანდალის შემდეგ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ამჯერად საკუთარ ავადმყოფობაზე ამცნო საზოგადოებას.
მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე კორონავირუსს ებრძვის. ამის შესახებ ხაჩიძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა და აღნიშნა, რომ ორშაბათს ახალციხეში აცრას აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. სოციალური ქსელის მომხმარებლები მომღერალს გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
ცოტა ხნის წინ ხაჩიძე სკანდალში გაეხვა. მისმა რადიკალურმა მოწოდებამ „ფეისბუქზე“ მსახიობი გიორგი ნაზღაიძე გააღიზიანა, რომელმაც დაწერა, რომ ავადმყოფი ცოლის სხვა ქალის გამო მიტოვებაც მართლმადიდებლური ცოდვაა. რას გულისხმობდა კონკრეტულად მსახიობი, აღარ განუმარტავს.
რამდენიმე თვის წინ ხათუნა ჟორდანიამ „პრაიმშოუში“ საკუთარ დაავადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე მისი შვილი, მომღერალი ნინი ქარსელაძე ძალიან ზრუნავს და ისე უვლის, როგორც დედა. „დიდი ბედნიერებაა, რომ ნინის დედა ვარ, მაგრამ ბოლო ექვსი თვეა როლები გავცვალეთ. საუკეთესო დედებს შორის საუკეთესო დედა ვერ იქნება ისეთი, როგორიც ნინია ახლა ჩემთვის“, – განაცხადა ჟორდანიამ.
მძიმე დაავადების გამო ხათუნა ჟორდანია ჯერ ისევ მკურალობს. მისი ოჯახის წევრები კი მუდამ ხათუნას პოზიტიურ განწყობაზე მოყვანას ცდილობენ. ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ დროდადრო თელ-ავივის კლინიკას აკითხავს. ხათუნა საგრძნობლად გახდა და მისი ცნობა გაგიჭირდებათ, თუმცა თავს ბევრად უკეთ გრძნობს.