„ბევრისთვის ეს შოკი იყო... ახლა დიდი გოგო ვარ და შევეგუე“ – რა დაემართა მაკა ჩიჩუას?

© photo: Maka Chichua / FBმაკა ჩიჩუა ვაჟთან ერთად
მაკა ჩიჩუა ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილს თანაცხოვრების პერიოდში ორი ვაჟი შეეძინათ. თემოს და თომას აღზრდაში ცოლ-ქმრის უფროსი ქალიშვილები პირველი ქორწინებიდან მაშო და ანა თანაბრად არიან ჩართული.
მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, ყოფილი პირველი ლედი ახერხებს, მუდმივად ფორმაში იყოს. ჟურნალ „გზასთან“ მან ამ თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავს განსაკუთრებულად არ უვლის, სალონებშიც თითქმის არასდროს დადის.
„მე ახლა არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ? არ ვიცი… თუ ასეა, ამისთვის საერთოდ არაფერს ვაკეთებ! არანაირი სალონები. არც არასდროს ვყოფილვარ სალონის მომხმარებელი. 15 წუთით თუ შევსულვარ, როცა თმა მქონია ცოტა შესამოკლებელი. ახლა გადავწყვიტე თმა აღარასდროს გავიზარდო და გიორგის თმის საპარსით ვიპარსავ რაღაც დონემდე. ადრეც ხშირად ვიპარსავდი და მაშინ რატომღაც ბევრისთვის ეს შოკი იყო. ისეთ გარემოში ვარ, სადაც არანაირად არ მჭირდება და მეზარება კიდეც თმაზე დიდი აქცენტის გაკეთება. ის არ უკვირთ, ადამიანები ტუჩებს რომ იბერავენ, ამდენ ინიექციას იკეთებენ და გადაპარსულ თმაზე რეაქცია აქვთ – ეს გაუგებარია, მაგრამ უკვე დიდი გოგო ვარ და შევეგუე“, – ამბობს მაკა ჩიჩუა.
მსახიობი და მხატვარი მაკა ჩიჩუა ადრეულ ასაკში დაოჯახდა, ისევე, როგორც მისი ექს-პრეზიდენტი მეუღლე. წყვილს საერთო ორი ვაჟი და პირველი ქორწინებიდან თითო ქალიშვილი ჰყავს. მაკა ჩიჩუას უფროსი ქალიშვილი მაშო, წარმოუდგენელია, მაგრამ 31 წლისაა.
გოგონას დედას ძალიან ამსგავსებენ. ოჯახი ქალაქგარეთ, უმეტესწილად საკუთარი ხელით მოწყობილ სახლში ხშირად იკრიბება. ანა მარგველაშვილი მაშო ჩიჩუას საუკეთესო მეგობარია. ისინი ძმებსა და ანას ქალიშვილს ერთად უვლიან. მაკას და გიორგი მარგველაშვილს თანაცხოვრების პერიოდში ორი ვაჟი შეეძინათ. თემოს და თომას აღზრდაში ცოლ-ქმრის უფროსი ქალიშვილები მაშო და ანა თანაბრად არიან ჩართული. მოგეხსენებათ, ანა მარგველაშვილსაც ჰყავს ერთი ქალიშვილი – ანასტასია, რომელიც დიდ დროს ასევე დუშეთში ატარებს.
View this post on Instagram

A post shared by @mashochichua

მსახიობი, მხატვარი და მუსიკოსი მაკა ჩიჩუა გიორგი მარგველაშვილთან დაოჯახებამდეც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. განსაკუთრებული პოპულარობა მას მოუტანა ფილმმა „გაიღიმეთ“ (Keep Smiling). ქართული ფილმი 10 ქალზე მოგვითხრობს, რომლებიც დედების კონკურსში მონაწილეობენ. მათ შორის შვიდი ღარიბი ოჯახიდანაა და ისინი ძალებს არ იშურებენ ბინის და 25 ათასი დოლარის მოსაგებად.
View this post on Instagram

A post shared by @mashochichua

ერთ-ერთი მთავარი როლი მაკა ჩიჩუას ერგო. ფილმი 2013 წელს გადაიღეს, მაშინ, როდესაც გიორგი მარგველაშვილი მოქმედი პრეზიდენტი იყო. მაკას სექსუალურმა გამოჩენამ ბევრი ადამიანი გააოცა. ფილმის ერთ ეპიზოდში ყველა მსახიობი სცენაზე საცურაო კოსტიუმით გამოვიდა. საზოგადოებამ მაშინ მაკას ქმედება არ მოიწონა.
ყველა ახალი ამბავი
0