„ოცნების შვილი“ – ჯანეტ ქერდიყოშვილმა ქალიშვილის ზღაპრული ფოტოები გამოაქვეყნა

© Facebook / Janet Kerdikoshviliნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
ანა სულაბერიძის უახლესი ფოტოები გულგრილს არ დაგტოვებთ. გოგონას შეუდარებელ კადრებზე კომპლიმენტების ტალღა არ წყდება. როგორ გამოიყურება გაზრდილი ანა, რომელიც დედის მსგავსად ფოტოსესიებში მონაწილეობს?
პატარა ფოტომოდელი უკვე ისეა გაზრდილი, რომ ფოტოგრაფსა და მოდელ დედას დიდი მონდომებით უჯერებს ფოტოსესიებზე. შედეგიც შეუდარებელია – ულამაზესი ანა ახლა ყურადღების ცენტრშია. ჯანეტ ქერდიყოშვილის ტრენდულ ინსტაგრამ-გვერდს ქალიშვილის პოზირებაც დაემატა. ყველაფრის მიუხედავად, ნოესა და ჯანეტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე კვლავ აქტუალურია კითხვა: „დედას უფრო ჰგავს თუ მამას?“
გადატვირთული გრაფიკისა და გაწერილი გადაღებების გამო ჯანეტი ოჯახის წევრებთან ერთად იშვიათად ჩნდება. უმეტესწილად მოდელი ოფიციალურ გვერდზე საქმიანი შეხვედრებისა და მოდური გადაღებების საინტერესო კადრებს ავრცელებს. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს, თან ასეთი თვალში საცემი. მისი ყოველი ახალი პოსტი დიდი სიურპრიზებითა და მოულოდნელობებითაა სავსე.
ნოეს და ჯანეტის სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი გასული წლის 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს.
ანა სულაბერიძე მამას განსაკუთრებულად ჰგავს. ნოე ძვირფას დროს სამ შვილს თანაბრად უნაწილებს, ბავშვები, თავის მხრივ, მამის ყურადღებით კმაყოფილი არიან. შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.
ყველა ახალი ამბავი
0