09:12 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (994)
50 0 0

აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ბათუმელმა ჟურნალისტებმა ევროპის მოედანზე მდუმარე აქცია „ლექSOSთვის" ჩაატარეს და ძალადობაში მონაწილე პირთა დასჯა მოითხოვეს.

აქცია იმ ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად გაიმართა, რომლებსაც 5 ივლისს თბილისის ცენტრში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ. დაშავებულთა შორის იყო ლექსო ლაშქარავაც, რომელიც მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა. ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ.

„50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს, არაფერი მსგავსი არ მახსენდება. ყველას მივმართავ: ჟურნალისტებს ნუ გახდით დევნის ობიექტებად. ეს შეუქცევად ხასიათს მიიღებს. მიმდინარე ტენდენციები ძალზე საშიშია. ნუ გვდევნით, ნუ გვცემთ და ჩვენი გარდაცვალების შემთხვევაში წინასწარ განაჩენს ნუ გამოიტანთ!" – განაცხადა გაზეთ „ბათუმელების" მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ.

მედიის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

შსს-მ უკვე გამოთქვა წინასწარი ვერსია, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. ექსპერტიზაში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ლაშქარავა ტკივილების მოსახსნელად ექიმის დანიშნულებით „მორფინს" იღებდა. შსს ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც ექიმების მიერ დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დოზა დაუმთავრდა, მან ნარკოტიკი დამოუკიდებლად შეიძინა. შსს აცხადებს, რომ გააჩნია შესაბამისი ვიდეოჩანაწერები.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (994)

მთავარი თემები