01:52 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (1019)
81 0 0

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 360.558 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.479, აცრილია 310.332 პირი, ერთ დღეში აიცრა 6.444 ადამიანი.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.862-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 379.673-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 360.558 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 619), გარდაიცვალა – 5.479 (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.705 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 924 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 35.117 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.996, PCR–ტესტით – 14.121.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,3%, ბოლო 14 დღის – 4%, ბოლო 7 დღის – 4,26%.

სულ აცრილია 310.332 პირი, ერთ დღეში აცრილია 6.444 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (1019)

მთავარი თემები