00:42 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
46 0 0

საქართველოში საპროტესტო აქციების ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 5 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობების დროს სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი კვირას სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რასაც ოთხი პირის დაკავება მოჰყვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

დაპირისპირება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის შენობას წითელი საღებავი შეასხეს.

„რამდენიმე ადამიანი დავინახე დაკავებული იყო, მათ შორის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე",- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლევან ანთაძემ.

აქციის მონაწილეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ბათუმში აქცია გრძელდება, ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.

საპროტესტო აქციები ბათუმში თბილისის პარალელურად დაიწყო კვირას, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ლგბტ-თემის აგრესიულად განწყობილი მოწინააღმდეგეების მიერ სასტიკად იყო ნაცემი. 36 წლის ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა ადგენს.

ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა.

აქციებზე მთავარი გამომსვლელები არიან მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მოითხოვენ მთავრობის გადადგომას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, რომელმაც, მათი თქმით, პროვოცირება გაუკეთა ძალადობას 5 ივლისს, როდესაც 53 მედიის წარმომადგენელი დაშავდა.

მთავარი თემები