https://sputnik-georgia.com/20210712/miranda-bagaturia-leqso-lashqarava-252290517.html
„უკანასკნელად ვნახე და ეს მთხოვა...“ – რა უთხრა მეგობარს გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავამ
„უკანასკნელად ვნახე და ეს მთხოვა...“ – რა უთხრა მეგობარს გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავამ
Sputnik საქართველო
ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში 11 ივლისის დილით ნახეს. ექვსი დღით ადრე ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T12:07+0400
2021-07-12T12:07+0400
2021-10-19T18:01+0400
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252290290_0:36:1001:599_1920x0_80_0_0_d002757a34f36e1528f41e1f6d8c1dc9.jpg
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „TV პირველის” ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის თავდასხმის მსხვერპლი გახდა, ოპერატორთან ბოლო საუბარს იხსენებს და ამბობს, რომ არაფრის მტკიცებას არ დაიწყებს, სანამ ექსპერტიზის პასუხი არ გახდება ცნობილი, თუმცა დარწმუნებულია – ის, რომ ლექსო აღარ არის, იმ დღეს მის სასტიკ ცემასთანაა დაკავშირებული.მისი თქმით, დაპირისპირებისას ოპერატორი მას გადაეფარა და ეს კიდევ ათმაგად მძიმეა მისთვის, იმიტომ რომ მასთან ერთად მუშაობდა იმ დღეს.მირანდას თქმით, რაც არ უნდა თქვას ექსპერტიზამ, რა ზემოქმედებაც არ უნდა ყოფილიყო სხვა, სიკვდილი აუცილებლად იყო გამოწვეული იმ დაზიანებებისგან, რომელიც მას მიადგა 5 ივლისს.„TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში 11 ივლისის დილით ნახეს. ექვსი დღით ადრე ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და იმ დღესვე ჩაუტარდა ოპერაცია.სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სახლში დაახლოებით ღამის 12:00 საათზე, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა, ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ლაშქარავა ბარბაცებს, ვერ იკავებს წონასწორობას და ძირს ეცემა, შემდეგ ფეხზე დგება და სახლში მიდის.შსს-მ გაავრცელა ალექსანდრე ლაშქარავას 10 ივლისს, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალები. გადაადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეოკამერების დათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, აცხადებენ უწყებაში.
https://sputnik-georgia.com/20210711/Sss-varaudobs-rom-leqso-laSqarava-gardacvalebamde-arafxizel-mdgomareobaSi-iyo-252285599.html
https://sputnik-georgia.com/20210711/leqso-laSqaravas-cxedari-sakuTar-saxlSi-miasvenes-252283977.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252290290_0:0:1001:751_1920x0_80_0_0_de94b35a2b20475beed4eb7d64986536.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
„უკანასკნელად ვნახე და ეს მთხოვა...“ – რა უთხრა მეგობარს გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავამ
12:07 12.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში 11 ივლისის დილით ნახეს. ექვსი დღით ადრე ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „TV პირველის” ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის თავდასხმის მსხვერპლი გახდა, ოპერატორთან ბოლო საუბარს იხსენებს და ამბობს, რომ არაფრის მტკიცებას არ დაიწყებს, სანამ ექსპერტიზის პასუხი არ გახდება ცნობილი, თუმცა დარწმუნებულია – ის, რომ ლექსო აღარ არის, იმ დღეს მის სასტიკ ცემასთანაა დაკავშირებული.
მისი თქმით, დაპირისპირებისას ოპერატორი მას გადაეფარა და ეს კიდევ ათმაგად მძიმეა მისთვის, იმიტომ რომ მასთან ერთად მუშაობდა იმ დღეს.
„ოცამდე ადამიანი ურტყამდა და ურტყამდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, ის რომ ცოცხალი იყო იმ წამს და ახლა, ხუთი დღის მერე რომ ცოცხალი აღარ არის, არ ვიცი, რა ვთქვა. გუშინ ბოლოჯერ ვნახე ლექსო, მითხრა – მირანდა, ამ საქმეს სტრასბურგში ხომ წავიღებთო. მე ვუთხარი, რა თქმა უნდა, ყველა ერთად წავიღებთ–მეთქი. ახლა ლექსო ვერ წაიღებს, თუმცა მის ნაცვლად, არა მხოლოდ ჩემი თავისთვის, არამედ ყველაზე მეტად სწორედ ლექსოს უფლებებისთვის ვიბრძოლებ, იმდენი წელი, რამდენიც ვიარსებებ და იმდენი წელი, რამდენიც ამ პროფესიაში ვიქნები“, – აცხადებს ჟურნალისტი.
მირანდას თქმით, რაც არ უნდა თქვას ექსპერტიზამ, რა ზემოქმედებაც არ უნდა ყოფილიყო სხვა, სიკვდილი აუცილებლად იყო გამოწვეული იმ დაზიანებებისგან, რომელიც მას მიადგა 5 ივლისს.
„TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში 11 ივლისის დილით ნახეს. ექვსი დღით ადრე ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და იმ დღესვე ჩაუტარდა ოპერაცია.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.
გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სახლში დაახლოებით ღამის 12:00 საათზე, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა, ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ლაშქარავა ბარბაცებს, ვერ იკავებს წონასწორობას და ძირს ეცემა, შემდეგ ფეხზე დგება და სახლში მიდის.
შსს-მ გაავრცელა ალექსანდრე ლაშქარავას 10 ივლისს, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალები. გადაადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეოკამერების დათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, აცხადებენ უწყებაში.