AstraZeneca-ს მეორე დოზით აცრას მოქალაქეები დღეიდან შეძლებენ

© AP Photo / Eugene Hoshikoვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინების პირველი ორი პარტია მარტსა და მაისში მიიღო (ჯამში 86 ათასი დოზა), მესამე პარტია კი ქვეყანაში ივლისის დასაწყისში შემოვიდა.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები 12 ივლისიდან AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებას შეძლებენ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც აღნიშნული პრეპარატით პირველი აცრა უკვე ჩაიტარეს, დღეიდან შეუძლიათ მეორე აცრაც გაიკეთონ. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ამ პრეპარატის მცირე პარტია შემოვიდა, რომელიც საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა აჩუქეს.
ივლისში საქართველომ ეტაპობრივად უნდა მიიღოს სხვადასხვა დასახელების ვაქცინები, მათ შორის 43 ათასი დოზა AstraZenecа, რომელიც ქვეყანაში 22 ივნისს უნდა შემოსულიყო, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო მისი შემოტანის თარიღმა გადაიწია.
 AstraZeneca-ს ვაქცინა თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
AstraZeneca-ს ვაქცინის ახალი პარტია საქართველოშია
ამის გამო ქვეყანას ბევრი მოქალაქის AstraZeneca-ს მეორე დოზით აცრის შესაძლებლობა არ მიეცა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ ახლა დაახლოებით 1,8 ათასი მოქალაქე შეძლებს AstraZeneca-ს მეორე დოზით აცრის გაკეთებას.
მანამდე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა იმ შეფერხებებთან დაკავშირებით, რაც კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინების მოწოდების კუთხით შეიქმნა.
COVAX-პლატფორმის საშუალებით 43 ათასი დოზა AstraZeneca-ს მიღებაში დროებითი შეფერხებების გამო ვერ მოხერხდა იმ ადამიანების ვაქცინაცია, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ AstraZeneca-ს როგორც პირველი, ისე მეორე დოზით ვაქცინაციაზე.
AstraZeneca-ს პირველი პარტია – 43 ათასი დოზა საქართველოში მარტის დასაწყისში შემოვიდა, მეორე პარტია კი (43 ათასი დოზა) აპრილის შუა რიცხვებში. AstraZeneca-ს მესამე პარტია ქვეყანას მაისის შუა რიცხვებში უნდა მიეღო, თუმცა, ვადა ივნისის დასაწყისისთვის, შემდეგ კი 22 ივნისისთვის გადაიწია. ასე რომ, საქართველოს AstraZeneca-ს ვაქცინების დეფიციტი შეექმნა.
ყველა ახალი ამბავი
0