მასმედია ხელისუფლებას გადადგომისთვის ერთდღიან ვადას აძლევს

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია პარლამენტთან 11.07.2021
საპროტესტო აქცია პარლამენტთან 11.07.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
გამოწერა
თბილისი კვლავ პროტესტებმა მოიცვა - ამჯერად რუსთაველის გამზირი დაიკავეს ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც ხელისუფლებას ბრალდებებს უყენებენ.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ხელისუფლებას ხვალ დილამდე აქვს ვადა, იმისათვის რომ გადადგეს, განაცხადა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.
ქართული ტელეარხების მიკროფონები - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
ქართული მედია-საშუალებები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მიტინგი მიმდინარეობს. მიტინგზე მთავარი გამომსვლელები სწორედ მედიის წარმომადგენლები არიან. აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, როცა დილით 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გაშუქებისას სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს.
მედიის წარმომადგენლები მთავრობის გადადგომასთან ერთად ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას მოითხოვენ.
„ჟურნალისტები აქ მოვდიოდით, რომ გაგვეშუქებინა აქციები, ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენ ვატარებთ საპროტესტო აქციას და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. არავინ იფიქროს, რომ ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ პასუხს არ აგებენ მკვლელობისთვის",  - განაცხადა ვახო სანაიამ.
მედიის წარმომადგენლები მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ.
ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეების კონტრაქციის გაშუქებისას ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
აქცია პარლამენტთან 11.07. 2021 - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
ოპოზიცია მთავრობის გადადგომას მოითხოვს: რა ხდება პარლამენტთან
პირველმა პირებმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს, ხოლო ოპოზიციამ ხელისუფლება 5 ივლისს უმოქმედობაში დაადანაშაულა, როდესაც ქალაქი არეულობებმა მოიცვა და მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ძალადობის ობიექტი გახდა.
ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს. ექვსი დღის წინ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.
ყველა ახალი ამბავი
0