https://sputnik-georgia.com/20210711/qarTuli-media-saSualebebi-erTobliv-gancxadebas-avrceleben-252282052.html
ქართული მედია-საშუალებები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ქართული მედია-საშუალებები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
Sputnik საქართველო
საქართველოში მოქმედი 70 მედიაორგანიზაცია ჟურნალისტებზე ძალადობის ყველა ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს. 11.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-11T20:06+0400
2021-07-11T20:06+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/09/249980107_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_ec37dfe646e34c13f0bbc0ab30fbb232.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი მედიაორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.„საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დღემდე მედიის წინააღმდეგ მიმართული ათეულობით საქმე გამოუძიებელია. ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები კი, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას.2021 წლის 5 ივლისს „ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები მედიის წარმომადგენლების დასაცავად. არასაკმარისი საპოლიციო ძალები არ იღებდნენ ზომებს ჟურნალისტების დასაცავად. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ „ღირსების მარშის” ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე.5 ივლისს, შსს-ს ცნობით, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საქმიანობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.მედიის წარმომადგენლების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ამ დრომდე გრძელდება ღია მუქარა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რაზეც სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად არ რეაგირებენ. დაკავებულები არ არიან არც 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საჯაროდაა ცნობილი.აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის წარსულში მომხდარი ფაქტების უმრავლესობა და არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.მივმართავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.განცხადების ხელმომწერები არინ:„TV პირველი“„მთავარი არხი“„ფორმულა“„რუსთავი 2“„ტაბულა“„იმედი“„კავკასია“„საზოგადოებრივი მაუწყებელი“„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“;„საქართველოს პირველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებელი“„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“;„TV 25“„ინტერპრესნიუსი"„პალიტრანიუსი"; რადიო "პალიტრა“„ექსპრესნიუსი“„ფაქსინტერნიუსი“„არტარეა TV“„სტუდია მონიტორი“„რადიო ჯორჯიან თაიმსი“„ფაქტ-მეტრი“„რადიო მწვანე ტალღა“AT.ge„მედიის განვითარების ფონდი“Border Zone„ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი“„რადიო აფხაზეთის ხმა“„რადიო დარდიმანდი“„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი“ჰოლდინგი „ჰერეთი“: რადიო ჰერეთი FM102.8, რადიო თბილისი FM93.5, რადიო ციტრუსი FM97.3“„რადიო ძველი ქალაქი“„საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი“„ტელეკომპანია ახალი“OC Media„ეკო-ფაქტი“„რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“SOVA„ბათუმელები“NewsreportOn.ge„ნეტგაზეთი“„ბლოგი „სოცრეაქტივი“TSpress.ge„რადიო ათინათი“Metronome.ge„პუბლიკა“Civil.ge„ინტერნიუსი-საქართველო“Media.geopenrustavi.ge„რადიო მარნეული“Euronews GeorgiaFirstNews.geKutaisi TodaySpeqtri.geCNewsმედიაჰოლდინგი „ქრონიკა+"Droa.geaccentnews.gePopmusic.gePopsport.com„მედიის უფლებები“Gurianews.geTok TV„ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“„აგრო გარემო TV“„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“„რადიო მწვანე ტალღა“„რადიო იმედი“AMNews„კომერსანტი“Reginfo.ge
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/09/249980107_176:0:2907:2048_1920x0_80_0_0_f7d9d0f2905622fd996b62f8daaba68a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ქართული მედია-საშუალებები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
20:06 11.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) საქართველოში მოქმედი 70 მედიაორგანიზაცია ჟურნალისტებზე ძალადობის ყველა ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი მედიაორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.
„საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დღემდე მედიის წინააღმდეგ მიმართული ათეულობით საქმე გამოუძიებელია. ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები კი, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას.
2021 წლის 5 ივლისს „ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.
სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები მედიის წარმომადგენლების დასაცავად. არასაკმარისი საპოლიციო ძალები არ იღებდნენ ზომებს ჟურნალისტების დასაცავად. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ „ღირსების მარშის” ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე.
5 ივლისს, შსს-ს ცნობით, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საქმიანობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
მედიის წარმომადგენლების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ამ დრომდე გრძელდება ღია მუქარა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რაზეც სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად არ რეაგირებენ. დაკავებულები არ არიან არც 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საჯაროდაა ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის წარსულში მომხდარი ფაქტების უმრავლესობა და არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.
მივმართავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები არინ:
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“;
„საქართველოს პირველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებელი“
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“;
„პალიტრანიუსი"; რადიო "პალიტრა“
„მედიის განვითარების ფონდი“
„ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი“
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი“
ჰოლდინგი „ჰერეთი“: რადიო ჰერეთი FM102.8, რადიო თბილისი FM93.5, რადიო ციტრუსი FM97.3“
„საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი“
„ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“
„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“