05:27 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (45)
626 0 0

ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ საუბრობს

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. დედა შევიდა დილას რომ ეთხოვა ძაღლი გაესეირნებინა და ლექსო უკვე გარდაცვლილი იყო, აცხადებს ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ტელეკომპანიის ოპერატორის ლექსო ლაშქარაშვილის გარდაცვალებაზე.

ნოდარ მელაძე იხსენებს, რომ მას შემდეგ რაც 5 ივლისის აქციაზე ლექსო სასტიკად სცემეს, კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ბოლოს პარასკევს ნახა.

მელაძის თქმით, ოპერატორს ძლიერი ტკივილები ჰქონდა რადგან სახის ძლები ჰქონდა ჩამტვრეული.

„გამთენია იყო, დავაფარებ-მეთქი, ფეხი გაუცივდა. მოხრილი იწვა და ვიფიქრე გადმოვატრიალებ-მეთქი. ძაღლი ჰყავდა გვერდით. არც დაუწკმუტუნია, ხომ იცის ძაღლმა. გადმოვატრიალე და ჩემი შვილი ვნახე გალურჯებული. ღამეც რომ მოვიდა რამდენი მეფერა. გრძნობდა წინასწარ. აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ფრჩხილი არ სტკიებია და რა უქნეს?!”, – ამბობს ლექსო ლაშქარავას დედა.

მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტელეკომპანია „პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

ლექსო ლაშქარავა ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს.

თემები:
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (45)

მთავარი თემები