13:07 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
118 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.364-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 376.200-ს მიაღწია.

თბილისი, 10 ივლისი  – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.364 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 811 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კახეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი - 134, კახეთი - 83, ქვემო ქართლი - 82, აჭარა - 81, შიდა ქართლი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20, გურია - 6.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 423 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 358.227-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 22 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.443-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 12.504 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.364 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 2.019, აჭარაში - 160, იმერეთში - 404.

 AstraZeneca-ს ვაქცინა თბილისის აეროპორტში
photo : courtesy of press-service of Ministry of Health, Labour and Social Affairs of Georgia

694 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 177 პირი, მათგან თბილისში - 128, აჭარაში - 4, იმერეთში - 10.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 909 ადამიანი, მათ შორის 700 - თბილისში, 204- აჭარაში. 8.231 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 77 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 63, ხოლო აჭარაში - 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8.217 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2.809, აჭარაში - 714, იმერეთში - 1.045.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  1.364-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 376.200-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები