10:38 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
74 0 0

რუსთაველის გამზირი ბოლო ორ დღეში დაპირისპირებისა და არეულობის ეპიცენტრი გახდა - ლგბტ–თემის წარმომადგენლების მიმართ აგრესიულად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს.

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. საქართველოს „პირველი არხის“ ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა, რომელიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდა, „ნიუ ჰოსპიტალი“ დატოვა, იუწყება „პირველი არხი“.

ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სახლში განაგრძობს მკურნალობას. თვალიაშვილს დაზიანებები თვალებსა და თავის არეში აქვს მიყენებული, ასევე აქვს ტვინის შერყევა.

„ათამდე ადამიანი ფიზიკურად გამისწორდა, რა დროსაც გონება დავკარგე. მარცხენა თვალი მაქვს დაზიანებული. ორი კვირა სჭირდება, რომ თვალი გავახილო, მკურნალობას მეტი დრო დასჭირდება. ექიმები მეუბნებიან, რომ მხედველობის პრობლემა არ მექნება“, – განაცხადა თვალიაშვილმა.

თბილისის ცენტრში ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეები, რომლებიც საკუთარ თავს „ტრადიციული ფასეულობების მცველებს“ უწოდებენ, ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ აგრესიას ავლენდნენ.

5 და 6 ივლისს გამართულ კონტრაქციებზე მათ ჟურნალისტებზე „ნადირობა“ გამოაცხადეს.

არეულობების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული. 5 ივლისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს 8 ადამიანი, ხოლო სისხლის სამართლის მუხლებით შსს-მ 6 ივლისს სამი პირი დააკავა, 7 ივლისს – ოთხი.

7 ივლისის დილის მონაცემებით, სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით სულ 100 ადამიანი დააკავეს. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში.

დღეს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მასმედიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებზე ძალადობის წინააღმდეგ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ მთავრობას მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობის აღებისა და ყველა დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდეს.

 

მთავარი თემები