რადიკალურმა დაჯგუფებამ პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა დაწვა

© Sputnik / Alex Shlamovაქცია
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
რადიკალურად განწყობილი ადამიანების სიმრავლის გამო სამართალდამცველები მედიასაშუალებების წარმომადგენლებს აქციის ადგილზე მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
 
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik.  პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს – მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. 
სპეცნაზი პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
აქციის მონაწილეები რუსთაველიდან მიკროავტობუსებით გაჰყავთ, გამზირზე სპეცრაზმი გამოდის
ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან ორი ათასამდე ადამიანი იმყოფება, რომლებიც საკუთარ თავს „ტრადიციული ფასეულობების დამცველებს“ უწოდებენ. მათ ევროკავშირის დროშის ნაცვლად საქართველოს დროშა აღმართეს და ჯვარი დადგეს.
პოლიცია შენობის პერიმეტრზეა განლაგებული. ადგილზე არ უშვენებ ჟურნალისტებს, რადიკალურად განწყობილი ადამიანების სიმრავლის გამო სამართალდამცველები მათ აქციის ადგილზე მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
მანამდე აღნიშნული პირები ჟურნალისტებისა და მდუმარე აქციის მონაწილეების მისამართით ისროდნენ კვერცხებს, ქვებს, ბოთლებს, ჯოხებს.
ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები, რომლებიც საღამოს 8 საათზე პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, მიკროავტობუსებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0