„40 დღის კატო“- რუსკა მაყაშვილმა მეორე შვილის სახე გამოაჩინა - პატარას ფოტო

© photo: Ruska Makashvili / FBრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
გამოწერა
რუსკა მაყაშვილი გოგონას სახეს აღარ უმალავს. რატომ არ აჩვენებდა საზოგადოებას ახალშობილის სახეს და როგორ გამოიყურება პატარა კატო? უახლესი ფოტო
რუსკა მაყაშვილი მეორე შვილის, გოგონას დედა გახდა. რუსკამ და სანდრომ შვილს კატო დაარქვეს. მსახიობის პირველი შვილი ილია ნიჟარაძე ოქტომბერში 3 წლის გახდა. ამჯერად რუსკამ სამშობიაროდან ჩვილთან ერთად გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა, რომ რეკორდული რაოდენობის მილოცვა მიიღო. სხვა სელებრითების მსგავსად ის 40 დღემდე გოგონას სახეს არ აჩენდა. ვის ჰგავს პატარა კატო?
რუსკას დაოჯახებისკენ ბევრი ადამიანი უბიძგებდა, მაგრამ ის არ ჩქარობდა, სიყვარულს კი დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას უმალავდა. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მომღიმარი რუსკა მაყაშვილის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება. ამის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ შეიტყო. ორმა მსახიობმა დამ გვარი შეიცვალეს. მიზეზად კი, მამის უყურადღებობას ასახელებენ და დედის გვარზე გადავიდნენ.
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, პოპულარული მსახიობი და ყველასათვის საყვარელი წამყვანი დედობრივი მოვალეობების შესრულებას მაინც ახერხებს. პატარა ილია ხასიათით დედას ემსგავსება. პატარა ბიჭუნას გარშემო მუდამ ჟრიამულია. ბაღში გადაღებული ვიდეოები ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. რუსკა კი ვაჟის მხიარულ ვიდეოებს ინტენსიურად აქვეყნებს.
რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0