ტიკარაძე: ივლისიდან მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ

© Sputnik / Alex Shlamovეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტს შეადგენს.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ივლისიდან, პრეპარატების ახალი დოზების შემოსვლისთანავე დაიწყება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„მასობრივი ვაქცინაცია მესამე კვარტალში იყო გამოცხადებული, ანუ მომავალი თვიდან ჩვენ მზად ვართ როგორ რეგიონულ დონეზე, ისე თბილისში დავიწყოთ მასობრივი იმუნიზაციის პროცესი", – განაცხადა ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის ქვეყანამ უნდა მიიღოს ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის დაახლოებით 0,5 მილიონი დოზა ვაქცინა, მომავალი კვირიდან კი მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყება.

რაც შეეხება პრეპარატ Pfizer-ს, რომლის მილიონი დოზაც ქვეყანამ ეტაპობრივად უნდა მიიღოს, ტიკარაძის განცხადებით, უკვე ცნობილია პრეპარატის საქართველოში შემოტანის ზუსტი თარიღი, მაგრამ, კომპანიასთან კონტრაქტის თანახმად, თარიღის დასახელების უფლება არ აქვს.

ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
საქართველოში 16 წელს ზემოთ პირთა ვაქცინაცია იგეგმება

მინისტრის განმარტებით, ყველა მოქალაქე, რომელსაც AstraZeneca-ს მეორე დოზით აცრა უნდა ჩაეტარებინა, აღნიშნული ვაქცინით დათქმულ ვადაში იქნებიან უზრუნველყოფილი. პრიორიტეტული იქნება მოქალაქეთა ის ჯგუფი, რომელთა პირველი აცრის ჩატარებიდან 10-12 კვირა გავიდა.

ამასთან, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინური ვაქცინა მოქალაქეებს „ინდური შტამისგან" ვერ იცავს, ბოლომდე არ შეესაბამება სინამდვილეს, დასძინა ტიკარაძემ. მისი თქმით, მეცნიერებს „ინდურ შტამთან" მიმართებით სხვა ვაქცინების ეფექტურობის შესახებაც აქვთ კითხვები.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პანდემიის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვაქცინაცია, არამედ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების სათანადოდ დაცვა. მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ეპიდემიის დასამარცხებლად და აუცილებელია თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანციას, ნიღბის ტარებას და ყველა რეგულაციის დაცვას", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 254.737-მა ადამიანმა გაიკეთა, მათგან ორი დოზით აცრილია 94.740 პირი.

 

ყველა ახალი ამბავი
0