ამირან გამყრელიძე: თუ ყველა ავიცრებით, ვერც „ინდური შტამი“ მოგვერევა და ვერც სხვა

© Facebook / National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ „ინდური შტამისგან“ თავის დაცვის შესაძლებლობა ორჯერადი ვაქცინაციაა. ამირან გამყრელიძე საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის ე.წ. „ინდური შტამი“ საქართველოშიც დომინანტი რომ გახდეს, ამის ალბათობა დიდია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსით დასნებოვნებული უჯრედი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ვირუსოლოგი: „ინდური შტამისგან“ თავდასაცავად ხუთჯერ მეტი ანტისხეულებია საჭირო

ბოლო პერიოდში საქართველოში „ინდური შტამის“ შემთხვევები იზრდება. ამ დროისათვის 20 შემთხვევაა დაფიქსირებული.

„ეს შტამი დომინანტი გახდა ბრიტანეთში. მომავალი ერთი თვის განმავლობაში არ გამოვრიცხავთ, რომ "დელტა", ე.წ. ინდური შტამი ერთ-ერთი მთავარი წამყვანი გახდეს ცირკულაციაში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ მოსახლოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ.

„თუ ყველა ავიცრებით, მაშინ ვერც „ინდური შტამი” მოგერევათ, ვერც სხვა ახალი შტამი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს“, – თქვა გამყრელიძემ. 

მისი განმარტებით, ვირუსის მუტაცია მუდმივად ხდება და არ არის გამორიცხული – სხვა დიდ პოპულაციებში სხვადასხვა მუტირებული შტამი ჩამოყალიბდეს.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამყრელიძე: საქართველოში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება

საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის" პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა. აღნიშნული შტამი გამოუვლინდა ხუთ პირს, მათგან ორი საქართველოს მოქალაქე იყო. ინფიცირებულთაგან სამმა პირმა ქვეყანა დაუყონებლივ დატოვა.

„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.

სპეციალისტები „ინდურ შტამს“ უფრო სახიფათოდ მიიჩნევენ, ვიდრე დანარჩენ შტამებს, ვინაიდან ის მეტად აგრესიულია – ძლიერად ეჭიდება უჯრედებს და ვირუსის მცირედი რაოდენობაც საკმარისია დასაავადებლად.

ყველა ახალი ამბავი
0