სოფელ ბობოყვათის მოსახლეობა პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადის

© courtesy of George Iremadzeაქცია ბათუმში
აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
სოფლის მოსახლეობა აგრძელებს ბრძოლას იმ მიწის ნაკვეთებისთვის, რომლებიც აჭარის მთავრობამ აუქციონზე გაიტანა.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის მოსახლეობა დღეიდან უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
სოფელ ბობოყვათის მოსახლეობამ უმაღლესი საბჭოს სხდომა ჩაშალა

საპროტესტო აქციები გასულ კვირაში დაიწყო, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობამ 28 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აუქციონზე გაიტანა. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული მიწები მათი საკუთრებაა, რომელიც 2004 წელს უკანონოდ ჩამოართვეს. პროტესტის ნიშნად ადგილობრივმა მოსახლეობამ 19 ივნისს რკინიგზაც კი გადაკეტა. პოლიციამ ამ აქციაზე ოთხი პირი დააკავა.

სოფლის მცხოვრებლებმა დღეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც აუქციონის შედეგად შეიძლება ინვესტორის მფლობელობაში გადავიდეს, კარავი გაშალეს. აუქციონის ვადა 25 ივნისს გადის.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ორი დღის წინ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მათ სხვა არჩევანი არ დარჩათ. იმ დღეს მოსახლეობა სხდომათა დარბაზში შეიჭრა და პირადად რეგიონის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ჯაბა ფუტკარაძისთვის კითხვის დასმას შეეცადა, რისი საშუალებაც მათ არ მიეცათ.

ადგილობრივები კარავში სადღეღამისო მორიგეობის დაწესებას გეგმავენ, 25 ივნისს კი ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0