სოფელ ბობოყვათის მოსახლეობამ უმაღლესი საბჭოს სხდომა ჩაშალა

© Sputnik / Seyran Baroyanაქცია
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
გამოწერა
სოფლის მცხოვრებლებმა პროტესტის გამოხატვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც აჭარის მთავრობამ მიწის ნაკვეთები აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ჩაშალეს – ისინი სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ და მათი კუთვნილი მიწების დაბრუნება მოითხოვეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

სოფლის მცხოვრებლებს სურვილი ჰქონდათ მიწის საკითხთან დაკავშირებით კითხვები პირადად რეგიონის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ჯაბა ფუტკარაძისთვის დაესვათ.

სოფლის მოსახლეობამ პროტესტს მას შემდეგ მიმართა, რაც აჭარის მთავრობამ 28 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აუქციონზე გაიტანა. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული მიწები მათი საკუთრებაა, რომელიც 2004 წელს უკანონოდ ჩამოართვეს. პროტესტის ნიშნად ადგილობრივებმა 19 ივნისს რკინიგზაც კი გადაკეტეს, პოლიციამ ამ აქციაზე ოთხი პირი დააკავა. 

აქცია ქობულეთში: მოსახლეობამ რკინიგზა გადაკეტა - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
აქცია ქობულეთში: მოსახლეობამ რკინიგზა გადაკეტა

აქციის მონაწილეებმა კითხვები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ცოტნე ანანიძეს გადასცეს, რადგან, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად, მინისტრისთვის კითხვების დასმის უფლება მხოლოდ დეპუტატებს აქვთ. მათი თქმით, ანანიძემ კითხვები სრულად არ წაიკითხა, რაც ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა.

„ჩვენ გვაინტერესებდა ბიუჯეტის შევსების ხარჯზე რატომ ხდება ჩვენი მიწა-წყლის კორექტირება. ასევე გვაინტერესებდა როგორ გაიტანეს ტენდერზე მიწის ფართები, როცა კომუნიკაცია არ ჰქონდათ მფლობელებთან", – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, მიწა, რომელზეც ბობოყვათის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათი კერძო საკუთრებაა, 2008 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაშია რეგისტრირებული.

სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს და საქმეში დიპლომატების ჩართვას მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0