სავალდებულოა თუ არა მრიცხველის ჩვენების გაგზავნა: „თელასის“ განმარტება

© Sputnik / Alexander Imedashviliთელასი
თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ჩვენებას არ გაგზავნის, მოხდება საშუალო ჩვენებით დარიცხვა, რომელიც მრიცხველის ჩვენების აღების შემდეგ გასწორდება.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ ყველა აბონენტს შესაძლებლობა აქვს საკუთარი მრიცხველის ჩვენებები კომპანიის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე საკუთარი სურვილის შემთხვევაში გააგზავნოს, აღნიშნავენ კომპანიაში.

გუშინ „თელასის“ ყველა აბონენტმა სმს–შეტყობინება მიიღო, რომელშიც მათ სთხოვდნენ 30 ივნისის მდგომარეობით საკუთარი მრიცხველის ჩვენების  სპეციალურ ვებგვერდზე Telasi-cveneba3006.telasi.ge გაგზავნას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC ) გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან  მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. 

ელექტროგადამცემი ხაზები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად: მომხმარებელს ახალი ენერგოკომპანიები მოემსახურება

აქედან გამომდინარე, 2023 წლის 1 იანვრამდე თბილისში „თელასის” ნაცვლად მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” („თელმიკო“).

„თელასი“ მხოლოდ ელექტროქსელების მუშაობას უზრუნველყოფს.

„თელასში“ აღნიშნავენ, რომ მომხმარებლებისათვის დადგენილი პროცედურები და წესები არ იცვლება, ჩვეულებრივი წესით გაგრძელდება მრიცხველის ჩვენების აღება და ელექტროენერგიის ქვითრების დაგზავნა

არ შეიცვლება სამომხმარებლო ტარიფიც. საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი 1 იანვირდან გაიზარდა. GNERC–ის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ კვტ/სთ–ზე გაიზარდა 3,5 თეთრით და 26.537 თეთრი შეადგინა ელექტროენერგიის დანახარჯის მიხედვით.

„თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის დისტრიბუციასა და განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში „თელასი“ „ინტერ რაოს“ შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაოს“ მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო დაახლოებით 25% შპს „ბესტ ენერჯი გრუპის" საკუთრებაა.

ყველა ახალი ამბავი
0