რიონის ხეობის მცველების პროტესტი კვლავ გუმათში გაგრძელდება

© Sputnik / STRINGERნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია. კარვები
ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია. კარვები - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
გამოწერა
მთავრობის მიერ შეთავაზებული ლოკაციები აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ჰესის სამშენებლო მოედნიდან ძალიან დაშორებულია ან მობილური კავშირის სიგნალი სუსტია/

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებისთვის რიონის ხეობაში პროტესტის გასაგრძელებლად მთავრობის მიერ შეთავაზებული არც ერთი ლოკაცია მისაღები არ აღნოჩნდა.

სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამოხვანშის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის გადასატანად 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა. დღეს „რიონის ხეობის მცველებმა“ ეს ადგილები დაათვალიერეს.

დაპირსიპირება აჭარის მთავრობის სახლთან - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

მათი თქმით, მათთვის ყველაზე მისაღებია ის ადგილი, სადაც მათ კარვები თავდაპირველად ჰქონდათ გაშლილი. მაგრამ ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა მოძრაობის ერთ-ერთ აქტივისტს, ლალი ეფრემიძეს, ამჟამად, როგორც ამას ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა“ აცხადებს, მის საკუთრებას წარმოადგენს. მიწის ყოფილი პატრონი კი აცხადებს, რომ ნაკვეთი კომპანიისთვის არ მიუყიდია და ამჟამად მიწა სადავოა. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ადგილზე კარვების გაშლა მათთვის „პრინციპის საკითხია“.

გზის მეორე მხარეს აქციის მონაწილეებს სხვა ლოკაცია შესთავაზეს, მაგრამ მათ უარი განაცხადეს უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან ამ ადგილის თავზე გადის კომპანიის მიერ გაკეთებული გზა და არსებობს ლოდების ჩამოცვენის საფრთხე. დანარჩენი ლოკაციები კი ჰესის სამშენებლო მოედანს დიდი მანძილიათაა დაშორებული, აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქედან გამომდინარე, „რიონის ხეობის მცველებმა“ პროტესტის გაგრძელება გუმათში გადაწყვიტეს.

იმერეთის რეგიონში „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უკვე რვა თვეა გრძელდება. მთავრობა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და რიონზე ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო აქცია  - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
ეკონომიკის სამინისტრო: სოფელ ნამოხვანში პროტესტი ვერ გაგრძელდება

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0