სამეგრელოს კლინიკებში 6 კოვიდ-პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

© photo: Sputnik / Nika latariaრუხის საავადმყოფო
რუხის საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
გამოწერა
საქართველოს მასშტაბით გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 358.881-ს მიაღწია;

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის კოვიდ კლინიკებში 175 პაციენტი მკურნალობს. ინფორმაციას რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პირი გამოჯანმრთელდა.

ახალგაზრდა მამაკაცი პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

რუხის კლინიკაში 95 კოვიდ-პაციენტი იმყოფება, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 6 პაციენტი, ფოთის კლინიკაში 17 პაციენტი მკურნალობს, სენაკის კლინიკა „სენამედში“ - 12 პაციენტი, აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 20 პაციენტია მოთავსებული, სენაკის „ლაზიკა მედიში“ - 31 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 29.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 11 ადამიანი.

საქართველოს მასშტაბით გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 358.881-ს მიაღწია; სულ გამოჯანმრთელდა 344.748 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.160. ამ დროისთვის ქვეყანაში აცრილია 233.488 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 79.222 ადამიანი, რაც მოსახლეობის 2%-ს მცირედით აღემატება.

 

ნიკა ლატარია

 

 

ყველა ახალი ამბავი
0