კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Goga Vardzieliახალგაზრდა მამაკაცი პირბადით
ახალგაზრდა მამაკაცი პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 521-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 358.881-ს მიაღწია.

თბილისი, 20 ივნისი  – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 521 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 283 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ ქვემო ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 51, აჭარა - 36, კახეთი - 31, შიდა ქართლი - 23, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 9, მცხეთა-მთიანეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4, გურია - 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა  911 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 344.748-მდე.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შემთხვევები კვლავ დაფიქსირდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 12 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.160-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 8.947 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.762 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 1.476, აჭარაში - 211, იმერეთში - 387.

668 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 183 პირი, მათგან  თბილისში – 115, აჭარაში - 12, იმერეთში - 12. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 589 ადამიანი, მათ შორის 344 - თბილისში, 217- აჭარაში. 5.596 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია სივრცეებში მოთავსებულია  44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9.556 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3.403, პირი, აჭარაში - 1.131, იმერეთში - 1.059.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 521-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 358.881-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0