04:36 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
88 0 0

მოძველებული წყალგაყვანილობის გამო საქართველოს ბევრ ქალაქში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა არსებობს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს ყველა ქალაქს 2025 წლისთვის მუდმივი წყალმომარაგება ექნება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოს ბევრ ქალაქში არსებობს, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, რადგან წყლის მომარაგება და შეძენა უწევს.

„2025 წლამდე ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება“, - განაცხადა ქარსელაძემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, 2030 წლისთვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი გზა კეთილმოწყობილი იქნება.

მისი თქმით, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია დღეს წარმოდგენილ მთავრობის სამოქმედო გეგმაში, რომელიც მომდევნო ათ წელიწადზეა გათვლილი.

ქარსელაძემ ასევე აღნიშნა, რომ გეგმაში გაწერილი პუნქტების განსახორციელებლად მისი უწყება 31,5 მილიარდ ლარის ინვესტიციას მიიღებს.

მთავარი თემები